logo_geo
eng_logo
ინსულტამდე ერთი თვით ადრე: როგორ გატყობინებთ სხეული საფრთხეს
- +

2 ივნისი. 2019. 02:21

 

 

მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინსულტამდე ერთი თვით ადრე სხეული ადამიანს სხვადასხვა სახის სიგნალებს უგზავნის და მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებს. ექიმები ამბობენ, რომ ამ ნიშნების იგნორირება არაფრით არ შეიძლება და მათ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

 

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ამ სიგნალებს თავად ტვინი გიგზავნით, რომელიც „ყოველდღიურ სამუშაოს“ უკვე ვეღარ ასრულებს. ამიტომ მედიკოსები კატეგორიულად გირჩევენ, ნებისმიერ მათგანის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოთ ექიმს და გამოკვლევა ჩაიტაროთ.

 

ინსულტი — ეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა და არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

 

ინსულტის დროს (რაც მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს) თავის ტვინს ჟანგბადის მიწოდება უწყდება და ის კვდება. მასთან ერთად კი „კვდება“ ის, რაზეც ტვინის დაზიანებული უბანი აგებს პასუხს: მეტყველება, სმენა, მხედველობა, კიდურების მოძრაობა თუ სხვ.

 

მაშ ასე, რომელია ინსულტის ძირითადი მინიშნებები:

 

ჰალუცინაციები:

შეიძლება იყოს ნებისმიერი სახისა: მხედველობითი, სმენითი და ყნოსვითი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთ ძლიერ პრეპარატებს არ იღებთ, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მაშინ ჰალუცინაცია თავის ტვინის უჯრედების კვდომის უეჭველი ნიშანია და ამან აუცილებლად უნდა დაგაყურადოთ.

 

გვირაბული ხედვა

ანუ, როდესაც წინ კარგად ხედავთ, გვერდულად კი ვერა. თუ მსგავსი სიმპტომი თანდათან ჩამოგიყალიბდათ, ეს სხვაა, მაგრამ თუ მხედველობა რამდენიმე წამში გაგიუარესდათ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. იგივე შეიძლება ითქვას მხედველობისა თუ სმენის ნებისმიერი სხვა სახის მყისიერ დარღვევაზე. 

 

თავის ტკივილი

მკვეთრი ტკივილი, რომელიც უეცრად იწყება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ მსგავსი რამ მანამდე არ დაგმართნიათ. სასწრაფოდ ექიმთან!

 

მოძრაობის დარღვევა

დადექით სარკესთან ან სთხოვეთ ახლობლებს, დააკვირდნენ თქვენს მოძრაობას. აწიეთ ორივე ხელი, შემდეგ დაწექით და აწიეთ ორივე ფეხი. თუ მოძრაობა არასინქრონულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგივე ეხება ასიმეტრიულ ღიმილს.

 

მეტყველების დარღვევა

ეს სიმპტომი შეიძლება თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ. ამიტომ თუ ვინმემ გითხრათ, რომ მეტყველება დარღვეული გაქვთ, მაშინვე სასწრაფოში დარეკეთ. გარდა ამისა, შესაძლოა ასევე გაგიჭირდეთ  გარშემომყოფთა საუბრის გაგებაც.

 

წნევის მკვეთრი ცვალებადობა

ეს სიგნალი სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მკურნალობა და არ დაელოდოთ უფრო სერიოზული პრობლემების გაჩენას.

 

კოორდინაციის დაკარგვა

ეს სიმპტომი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება. ამიტომ სასწრაფოდ ექიმს მიაშურეთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×