logo_geo
eng_logo
„ჩემმა თვალებმა ნახა ის, რაც ალბათ არცერთ ადამიანს არ უნახავს“ - სკოლის დირექტორის წერილი პედაგოგებს
- +

31 მაისი. 2016. 10:59



ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ეს წერილი ყველა მასწავლებელს გაუგზავნა, რომელიც მან სამსახურში აიყვანა:



„ძვირფასო მასწავლებელო! მე ვცხოვრობდი საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ჩემმა თვალებმა ნახა ის, რაც ალბათ არცერთ ადამიანს არ უნახავს:

-როგორ აშენებდნენ გამოცდილი ინჟინრები გაზის კამერებს;  

-როგორ წამლავდნენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;

-როგორ კლავდნენ გამოცდილი მედდები ჩვილებს;  

-როგორ ხოცავდნენ და წვავდნენ უმაღღესის კურსდამთავრებულებულები ქალებსა და ბავშვებს...

 

 

აქედან გამომდინარე, მე არ ვენდობი განათლებას... მე გთხოვთ თქვენ: დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არასოდეს უნდა გახადოს მეცნიერები მონსტრები, გაწვრთნილი ფსიქოპათები და განათლებული ეიხმანები.


კითხვა, წერა, არითმეტიკა მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ეხმარება ჩვენს ბავშვებს, გახდნენ უფრო ადამიანურები", - წერდა დირექტორი წერილში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×