logo_geo
eng_logo
ასე შეიქმნა ლეგენდარული „პიეტა“ - მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარი პირადი ხელმოწერით
- +

8 მაისი. 2020. 12:47

 

 

მიქელანჯელო იმყოფებოდა მარმარილოების ბაზრობაზე. ერთ-ერთ დახლთან მან შეამჩნია ქვა და გამყიდველს ჰკითხა აზრი მის შესახებ. მფლობელმა უთხრა:

 

– თუ ამ ქვით ინტერესდებით, შეგიძლით წაიღოთ უფასოდ, რადგან დიდი ხანია დევს და ტყუილად იკავებს ადგილს. 12 წელია არავის არ შეუმჩნევია და არ უკითხავს მასზე. მე ვერ ვხედავ მასში რამე პოტენციალს.

 

მიქელანჯელომ წამოიღო ქვა. მუშაობდა მასზე თითქმის მთელი წელი და შექმნა, შეიძლება ითქვას, ულამაზესი ქანდაკება, რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია.

 

როდესაც მან დაასრულა მარმარილოზე მუშაობა, თავისთან მოიწვია სავაჭრო დახლის მეპატრონე, რათა ეჩვენებინა ნამუშევარი.

 

მეპატრონე თვალებს არ უჯერებდა.

 

– სად იშოვე ასეთი ულამაზესი მარმარილო? – ჰკითხა გამყიდველმა

 

– არ გეცნობა? – შეეკითხა მიქელანჯელო. – ეს სწორედ ის მახინჯი ქვაა, რომელიც შენი მაღაზიის წინ 12 წელი მოლოდინში იყო.

 

ასე შეიქმნა ლეგენდარული „პიეტა“ (ქრისტეს დატირება დედის მიერ), რომელიც მოქანდაკის ერთადერთი ნამუშევარია პირადი ხელმოწერით (ჯორჯო ვაზარის ცნობით, მიქელანჯელომ მოისმინა გამვლელების საუბარი და იმის შიშით, რომ არ გამქრალიყო ნაშრომი, მასზე საკუთარი წარწერა დატოვა).

 

წყარო: ფესიბუქ-გვერდი „წიგნის ჭიები“

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner