logo_geo
eng_logo
ვატიკანის მუზეუმები ვიზიტორებისთვის ივნისიდან გაიხსნება
- +

24 მაისი. 2020. 02:16

 

 

ვატიკანში მუზეუმები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაცია vaticannews-ზეა ხელმისაწვდომი.

 

მუზეუმში შესვლამდე, ვიზიტორებს სიცხეს გაუზომავენ. მუზეუმში შესვლისას​ ასევე სავალდებულო იქნება სამედიცინო ნიღბის გამოყენება.

 

მუზეუმის ბილეთის ყიდვა, მხოლოდ დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ვიზიტორებს ბილეთის დაჯავშნისას დამატებით €4 გადახდა მოუწევთ. ასევე თვის ბოლო კვირას მუზეუმების უფასოდ დათვალიერებას გადადებენ. ასევე ვატიკანი ვიზიტორებს სთავაზობს ბაღების დათვალიერების ტურს პაპის რეზიდენციაში, რომელიც რომთ​ან ახლოს მდებარეობს.

 

ბოლო მონაცემებით,ვატიკანში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner