logo_geo
eng_logo
უძველესი არტეფაქტი საქართველოდან
- +

12 ივლისი. 2016. 16:34



ჩვენი  ქვეყანა, გარდა იმისა, რომ კაცობრიობას ისტორიის განმავლობაში არაერთი სიმდიდრე შესძინა, რამდენიმე აღმოჩენა-გამოგონების აკვნადაც იქცა. და უფრო მეტიც, საქართველო ევროპელთა პირველსამშობლოც გახლავთ.


ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გასული წლის 90-იან წლებში ნამდვილი სენსაცია აღმოაჩინეს - ორი თავის ქალა, მამაკაცისა და ქალისა, რომელთა ასაკი დაახლოებით 1,8 მილიონი წელია. მეცნიერებმა თავის ქალები აღადგინეს და ზეზვა და მზია დაარქვეს, ხოლო ადამიანის ახალ სახეობას  Homo Georgicus უწოდეს. სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ზეზვა და მზია Homo-ს უძველესი წარმომადგენლები არიან აფრიკაში აღმოჩენილი ნიმუშების შემდეგ.

 

ზეზვა და მზია - უძველესი ევროპელები


სწორედ ეს გვაძლევს უფლებას, ავტორიტეტულად განვაცხადოთ, რომ ევროპული  ცივილიზაცია სათავეს საქართველოში იღებს.


პირველი ღვინო


ჩვენმა პატარა ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი სამსახური გაუწია კაცობრიობას, როდესაც 8 ათასი წლის წინ ღვინის დამზადების წესი აღმოაჩინა და მეღვინეობას ჩაუყარა საფუძველი.


ჩვენმა წინაპარმა მრავალი ათასი წლის წინ შენიშნა, რომ თუ ყურძენს დაწურავდა და წვენს თიხის ქოთანში ჩაასხამდა, ზემოდან კი დარჩენილ ჭაჭას მოაყრიდა, სითხე რამდენიმე საათში დუღილს დაიწყებდა და გარკვეული დროის შემდეგ სასწაულებრივ სასმელს მიიღებდა - არომატულს, მათრობელასა და გუნება-განწყობის გამხალისებელს.

 

 

ქართული ღვინის მარანი


მართალია, შემდგომ ეპოქებში ადამიანმა ღვინის დამზადების არაერთი ახალი წესი გამოიგონა უფრო დახვეწილი და მსუბუქი სასმელის მისაღებად, მაგრამ ქართველი მეღვინეები დღემდე მაინც წინაპრებისგან  მემკვიდრეობით მიღებული უძველესი მეთოდით აყენებენ ღვინოს. სწორედ ამიტომაცაა ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი შესული იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.


მსოფლიოს უძველესი ოქროს საბადოები


ყველას გსმენიათ ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ, რომლის მოსაპოვებლადაც არგონავტები საბერძნეთიდან მითიურ კოლხეთში გამოემგზავრნენ. თუმცა, რატომ მითიური? კოლხეთი სავსებით რეალური ქვეყანა გახლდათ, რომელიც თანამედროვე საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, შავი ზღვის პირას.


უძველესი ამბავი იმაზე, რომ კოლხები მდინარეებიდან ოქროს ვერძის ტყავებით იღებდნენ, საქვეყნოდ იყო ცნობილი და ამიტომაც ეძებდნენ არქეოლოგები ასე გულმოდგინედ ოქროს საბადოებს თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე.

 

 

ოქროს უძველესი საბადო

თბილისიდან 50 კილომეტრში აღმოაჩინეს გვირაბები, რომლებშიც ოქროს მომპოვებელი მაღაროები იყო და რომელთა ასაკი ჩვენს ერამდე IV ათასწლეულით განისაზღვრება. ეს მსოფლიოს უძველესი საბადოებია, თვით ეგვიპტურზე ძველიც კი. გვირაბებში უამრავი სხვა არტეფაქტიც იპოვეს: თიხის ჭურჭელი და ინსტრუმენტები.


მეტალურგია

 

როცა საუბარი მეტალურგიის სამშობლოს ეხება, არქეოლოგები ხან ჩვენს ერამდე II-I ათასწლეულის მიჯნის წინა აზიას ასახელებენ და ხანაც - ინდოეთს.

 

 

მსოფლიოში პირველი მეტალურგები და მჭედლები ქართველური ტომის, თუბალების წარმომადგენლები იყვნენ.


მაგრამ ბიბლიაში ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი, რომ მეტალურგიასა და მჭედლობას უძველესმა ქართულმა ტომმა, თუბალებმა დაუდეს სათავე. ხოლო ასირიელებმა, მესოპოტამიელებმა, ბერძნებმა თუ სხვებმა სწორედ მათგან ისწავლეს ეს საქმე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×