logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანელი მილიარდერი: დახურეთ რესტორანი, მოხუცს კი ყველაზე ძვირადღირებული სადილი მიართვით!
- +

5 მარტი. 2016. 11:55



ცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიარდერმა მუბარიზ მანსიმოვმა სრულიად თურქეთი აალაპარაკა. ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში სადილობის დროს, მილიარდერმა დარბაზში შესული მოხუცი ქალბატონი დაინახა, რომელმაც დაწესებულების მენეჯერს მცირეოდენი საკვები სთხოვა. რესტორნის თანამშრომლებმა მოხუცის დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს. ამ ფაქტის მომსწრე მუბარიზ მანსიმოვმა მენეჯერი იხმო და იკითხა - რატომ აგდებენ მოხუცს?


მენეჯერმა განუცხადა, რომ რესტორანი მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ემსახურება, ამიტომაც მოხუცი ვერ შეძლებდა სადილის საფასურის გადახდას.


მილიარდერმა მენეჯერს განუცხადა: მინდა, რომ აქ მყოფ თქვენს კლიენტებს თავაზიანად დაატოვებინოთ დარბაზი, მე ვხურავ დღეს თქვენს რესტორანს. თქვენს კლიენტებს ნებისმიერ რესტორანში შეუძლიათ ისადილონ.


მოხუცებულს კი გაუშალეთ ყველაზე ძვირფასი სუფრა, ჩემს ხარჯზე და გადაეცით, რომ შეუძლია ისადილოს და ივახშმოს თქვენს რესტორანში - ყოველდღე. მე ვიხდი!


ცნობისათვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილმა აზერბაიჯანელმა მილიონერმა გაჯი ზეინალაბდინ ტაგიევმა გერმანიაში ერთ-ერთ რესტორანს შეუკვეთა მაგიდა 100 წლის ვადით და გადაიხადა თანხა, რათა ნებისმიერ აზერბაიჯანელს, ვინც ოდესმე ამ რესტორანში შევიდოდა და თანხა არ ექნებოდა, პრობლემა არ შექმნოდა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×