logo_geo
eng_logo
უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში
- +

30 ივლისი. 2016. 13:14


 

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აჭარას სტუმრობდა, სადაც შავი ზღვისა და მეთევზეობის სამსახურის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე სპეციალისტებთან ერთად, შავ ზღვაში 1960 მეტრ სიღრმეზე განხორციელებული უნიკალური კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სინჯები სხვადასხვა ლაბორატორიებში დამუშავდა და დადგინდა, რომ მიუხედავად მანამდე არსებული თეორიებისა, რომ შავ ზღვაში 150-200 მეტრის სიღრმეზე მხოლოდ გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ორგანიზმები არსებობენ, შავი ზღვის სიღრმისეულ ფენებში ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ.


საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, ზღვის პირველად ცოცხალ ფორმებს - ბაქტერიებსა და სოკოებს 1960 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს. ამოღებული 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯის შესწავლა უნიკალური შედეგით დასრულდა.


აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მრავალი წელია ახორციელებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პროექტ  EMBLASS II" ფარგლებში საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რუმინელ, ბულგარელ, უკრაინელ, ჩეხ, სლოვაკ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად, რუმინეთის სამეცნიერო-კვლევითი გემით MARE  NIGRUM". რომელმაც მოიცვა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ შელფის (15 სადგური), შავი ზღვა ოდესიდან-ბათუმამდე (14 სადგური) და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი - საქართველოს სანაპირო (15 კვლევამ საქართველოს წყლებში მოიცვა კონტინენტური შელფის ღრმა ფენები და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, სადაც ბოლო 25 წელზე მეტია კვლევები არ წარმოებულა. ასევე კვლევა მოიცავდა მთელ რიგ კომპონენტებს, მიკროფიტობენთოსი, მეიობენთოსი, მიკროპლანქტონი, იქთიოპლანქტონი, მყარი ნარჩენები ზღვაში, ზღვის ხმაური, პოლუტანტების და ნუტრიენტების რიგი კომპონეტები და სხვა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნული ექსპედიციის ფარგლებში აღებული იქნა: ფიტოპლანქტონი 62, მეზოზოოპლანქტონის 53, მაკროზოოპლანქტონის 48, იქთიოპლანქტონის 48 და ზოობენთოსის 22 სინჯი, სულ 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯი. კვლევები მიმდინარეობდა უახლესი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, მოიცავდა ყველა ჰიდრობიოლოგიურ ფრაქციას, პოლუტანტებსა და ნუტრიენტებს, ზღვის ნარჩენებს, ზღვის ძუძუმწოვრებს, ოკეანეოლოგიურ და გეოლოგიურ კომპონენტებს. 2015 წლის ჩათვლით მონიტორინგი წარმოებდა 5 სეზონური დაკვირვების სადგურზე, 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა.

2016 წლიდან, ზღვის ბიოლოგიური მონიტორინგი ისტორიაში წარიმართა პირველად არამარტო სეზონური დაკვირვების, არამედ პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგის სანაპიროზე.

აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ევროკავშირის წყლისა და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან სრულიად შესაბამისობაშია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×