logo_geo
eng_logo
აფრიკული სოფელი, სადაც თითოეული სახლი ხელოვნების ნიმუშია
- +

31 ივლისი. 2016. 20:48

 

 

ჩვენს პლანეტაზე მრავალი ისეთი ადგილია, რომელთაც ტურისტები ძალიან იშვიათად სტუმრობენ. არა იმიტომ, რომ ამ ადგილებში სანახავი არაფერია, არამედ იმიტომ, რომ გარე სამყაროსგან საკმაოდ იზოლირებული რეგიონებია.

სწორედ ასეთი ადგილი გახლავთ დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი უძველესი სოფელი.

 

 

 

ქვეყანას, სახელად ბურკინა ფასო, ტურისტები ძალიან იშვიათად სტუმრობენ, ამიტომაც ცოტამ თუ იცის ამ ქვეყანაში მდებარე სოფელ ტებელის შესახებ, რომლის ფართობი სულ რაღაც 1,2 ჰექტარია.


ეს სოფელი პირველ რიგში თავისი სახლებით გამოირჩევა. სახლები აშენებულია თიხისგან და მოხატულია ტრადიციული ორნამენტებითა და სურათებით. ეს სოფელი კი,  კასენი ხალხის სამეფო რეზიდენციაც გახლავთ. ამ ხალხის ისტორია სათავეს მე-15 საუკუნიდან იღებს.

 

სოფელი ძალიან იზოლირებულია. ის ფაქტიურად ჩაკეტილი, დახურული ტერიტორიაა. ეს ალბათ იმისთვის გააკეთეს, რათა ამ სოფლის უნიკალური ტრადიციები შეენარჩუნებინათ. დღესდღეობით ეს ადგილი ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო სანახავია, თუმცა აქ მოხვედრა ადვილი სულაც არ არის.

 


თუ მაინც მოახერხებთ და სოფლის უფროსობას ვიზიტის უფლებას გამოსტყუებთ, უნდა იცოდეთ, რომ წითელი ტანსაცმლისა და მზისგან დამცავი ქოლგების ტარება აქ აკრძალულია. ეს ატრიბუტები მხოლოდ მეფეთა პრივილეგიაა.

 

 

სოფელში ნამდვილ სასახლესაც შეხვდებით, თუმცა ისიც უნდა შეგახსენოთ, აფრიკულისასახლე ევროპულისგან ძალიან განსხვავდება. აქაური სასახლე რამდენიმე თიხის შენობისგან შედგება, რომლებიც მთლიანად არის მოხატული საკმაოდ რთული გეომეტრიული ფიგურებით.

 

 

ამ პატარა სასახლის სამზარეულო  დანარჩენი სამზარეულოებისგან რამდენიმე ქოთნით გამოირჩევა. ამ სოფელში კერძების უმეტესობას ერთ ქოთანში ამზადებენ. ეს გახლავთ სიმინდის, მანიოკის ფაფები. ამ ფაფებთან ერთად მიირთმევენ საკმაოდ ცხარე ბოსტნეულისა და წიწაკის სოუსს.

 


უცნაურია, მაგრამ ამ სოფლის ყველაზე მდიდრული სახლები აბსოლუტურად დაუსახლებელია და მავზოლეუმის ფუნქციას ასრულებს.

 

 

წყარო: http://www.shin.ge/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×