logo_geo
eng_logo
ულამაზესი სკულპტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
- +

21 აგვისტო. 2016. 13:03



მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო ქანდაკება არსებობს. თითოეული მათგანის შექმნას თავისი ისტორია უდევს საფუძვლად. გთავაზობთ რამდენიმე სკულპტურას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ბუნების ძალა, ყატარი

 

 

სკულპტურა იტალიელმა არქიტექტორმა ლორენცო ქუინმა შექმნა. მისი ინსტალაციები არის ასევე ინგლისში, სინგაპურში, აშშ-სა და მონაკოში.

 

 

პოეტი მიჰაი ემინესკუ, ბულგარეთი

 

 

მიჰაი ემინესკუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტია ბულგარეთში. სკლუპტურა ულამაზესია, როგორც მზის ამოსვლისას, ისე ჩასვლისას.

 



 

 

 

 

 

 

 

მუსტანგები, აშშ

 

 

რობერტ გლენის ეს სკულპტურა ასახავს ველური მუსტანგების ბრძოლას, რაც მიგვითითებს მოძრავ ძალაზე, ინიციატივასა და დაუმორჩილებელ სულზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ექპანსია, აშშ

 

 

პეიჯი ბრედლის ეს სკულპტურა ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს თანამედროვე ხელოვნებაში. მოქანდაკე ამბობს, რომ „ექპანსია" გახლავთ მისი ფიქრების შედეგი, რომელიც გაუჩნდა ადამიანის გამომსახველი ქანდაკებების მიმართ საზოგადოების კრიტიკული და დამცინავი დამოკიდებულების გამო.

 

 

ანონიმური გამვლელები, პოლონეთი

 

 

ჯერზი კალინას ეს ქანდაკება ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ემსხვერპლნენ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას 1981 წელს.

 

ჰიპოპოტამები, ტაივანი

 

 

სკულპტურა ეძღვნება თემას:  „ჩვენ უნდა დავიცვათ ცხოველები".

 

 

ფეხსაცმელები მდინარე დუნაის ნაპირზე, უნგრეთი

 

 

ეს გახლავთ მემორიალი უნგრელი ებრაელების მიმართ. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფეხსაცმელი მიგვითითებს, რომ 1944-45 წლებში საშინელ პოლიტიკას ვერავინ დაემალა. მემორიალური ქანდაკება 2005 წელს დაიდგა.

 

 

თავისუფლება, აშშ

 

 

ზენოს ფრუდაკისის ეს ქანდაკება ცდილობს გვაჩვენოს თავისუფალი ადამიანის სახეები, რომლებიც ნაცრისფერი ანონიმური სხეულებიდან გამოცალკევდებიან.

 

 

 

პირველი თაობა, სინგაპური

 

 

„პირველი თაობა" არის იმ ქანდაკების სერიის ნაწილი, რომელსაც „მდინარის ადამიანები" ეწოდება. ასახავს სინგაპურის ისტორიის სხვადასხვა მომენტს.

 

სკამი 1000 ებრაელისთვის, პოლონეთი

 

 

 

ცარიელი სკამები იმაზე მიუთითებს, რომ ნაციზმის მსხვერპლი ნებისმიერი ებრაელი შეიძლება ყოფილიყო. ასევე, ეს იმის გახსენებაა, რომ იმ პერიოდში სახლებიდან ყველანაირი ავეჯი გამოჰქონდათ, რადგან ბავშვები არავის დაემალა.

 

 

ორაგულის ქანდაკება, აშშ

 

 

კეიტ ჯელუმის „ორაგულის" ქანდაკება შენობაში „ცურავს"

 

 

ლომები, დიდი ბრიტანეთი

 

 

კენდრა ჰასტის ქანდაკება „ლომები" მოქანდაკემ შავი მავთულისგან შექმნა. „ლომები" ლონდონის თაუერს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან იცავენ.

 

 

დედა ობობას ქანდაკება, იაპონია

 

 

9-მეტრიანი ქანდაკება შეიქმნა 1999 წელს. „ეს ობობა დედაჩემს ეძღვნება. ის ჩემი მეგობარი იყო. ობობას მსგავსად, ისიც ქსოვდა", - ამბობს მოქანდაკე.

 

 

კელიის გიგანტური ცხენები, შოტლანდია

 

ამ გიგანტურ პროექტს 7 წელი ამზადებდნენ. ენდი სკოტის ქანდაკება „კელიის გიგანტური ცხენები" ეძღვნება გადამზიდავ ცხენებს, რომელთა დახმარებით შოტლანდიაში ეკონომიკა და მრეწველობა აღორძინდა.



თავისუფლების გზა, ლიტვა

 

ეს ქანდაკება ლიტვის თავისუფლების მე-20 წლისთავს ეძღვნება. ახსენებს ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას.






ტელეფონის ჯიხურები, დიდი ბრიტანეთი

 


ქანდაკება სიმბოლოა იმ ეპოქის დასასრულის, როცა სატელეფონო ჯიხურები მობილურმა ჩაანაცვლა.

 

 

 

 

 

 

შიმშილი, დუბლინი, ირლანდია

 

 

ქანდაკება მე-10 საუკუნის შიმშილის პერიოდის გახსენებაა, რომელმაც ქვეყნის ისტორიას უდიდესი ზიანი მიაყენა. რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ მოსახლეობის 20-25% დაკარგა.

 

 

შეყვარებული დრაკონები, ბულგარეთი

 

 

მოქანდაკის თქმით, ეს ქანდაკება ბავშვების გასახარებლად შექმნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×