logo_geo
eng_logo
Opera-მ მოქმედი პაროლის დეაქტივაციის გადაწყვეტილება მიიღო
- +

30 აგვისტო. 2016. 10:47


კომპანია Opera-ს წარმომადგენლების განცხადებით, ჰაკერებმა კომპანია Opera- ერთ-ერთ Cloud Service-ზე წვდომა მოიპოვეს. აქედან გამომდინარე კომპანიამ ყველა მოქმედი პაროლის დეაქტივაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე თქმი, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რაც გავლენას ახდენდა ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებიც კომპანიის ვებბრაუზერისთვის სინქრონიზაციის ფუნქციას იყენებდა.
Opera's Cloud Sync - სერვისი, რომელიც ჰაკერების შეტევის სამიზნე გახდა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ვებბრაუზერის მეშვეობით სხვა პლატფორმებთან სხვადასხვა მონაცემისა და პარამეტრის სინქრონიზაცია გააკეთოს, ამ პროცესში კი, შესაძლებელია, მომხმარებელი სახელის, პაროლებისა და სხვადასხვა სენსიტიური ინფორმაციის ქურდობის მსხვერპლი გახდეს.
ოპერას", მსოფლიო მასშტაბით, 350 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ მათგან მხოლოდ 1.7 მილიონი მომხმარებელი იყენებს აღნიშნული სინქრონიზაციის სერვისს. სწორედ ამ მოხმარებლების აუთენტიფიკაციისა და სინქრონიზაციის პაროლების გაჟონვა მოხდა ჰაკერების შეტევის შედეგად. როგორც უკვე აღინიშნა, კომპანიამ გააუქმა ამ სერვისის ყველა მომხარებელის პაროლები და ამის შესახებ შეტყობინება და დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით დააგზავნა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემები აღმოფხვრილია და მომხმარებლის ანგარიშებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.





 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner