logo_geo
eng_logo
რისთვის ქირაობდნენ ვიკინგებს საქართველოში - საინტერესო ფაქტები ჩრდილოელ მებრძოლებზე
- +

24 სექტემბერი. 2016. 02:12


ვიკინგები, იგივე ნორმანები, ანუ ჩრდილოელი ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან. თუმცა, ისტორიამ მათი სისხლიანი დარბევების, ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობების განადგურების გარდა, ბარბაროსი მეომრების მიღწევებიც შემოუნახა კაცობრიობას.


1. ვიკინგების ყველზე დიდ და გამორჩეულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ნავების მშენებელობის ტექნოლოგია, რომელიც დამპყრობელ მეზღვაურებს შორ მანძილზე მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. მათი გლუვი ხის ხომალდები ფუტურო კორპუსითა და ნიჩბების მწკრივით იმ ეპოქის სხვა გემებთან შედარებით სწრაფი, მსუბუქი, მოსახერხებელი და მარტივად სამართავი იყო.


სწორედ საკუთარი ხომალდებისა და კრისტალის ქვის კომპასების საშუალებით, თავიანთი "ვოიაჟების" ზენიტის დროს, ვიკინგები ერთდროულად ოთხ კონტინეტზე იყვნენ აქტიურები, რაც მათ მსოფლიოში პირველ გლობალურ მოქალაქეებად ხდიდა.


2. მიუხედავად იმისა, რომ მტრები ვიკინგებს ხშირად მოუვლელ ბარბაროსებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში ნორმანები სხვა ევროპელებზე გაცილებით უფრო ხშირად ბანაობდნენ, კერძოდ, ისინი სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც იღებდნენ ცხელი წყაროს აბაზანებს. მიუხედავად იმისა, რომ სავარცხელის მსგავი ნივთები მსოფლიოს სხვა კულტურებშიც გვხვდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გრძელთმიანი და ხშირწვერიანი ჩრდილოელი მეომრები სავარცხელის, როგორც მას დღევანდელი სამყარო იცნობს, პირველ გამომგონებლად მიიჩნევიან.


პინცეტი, სამართებელი და ყურის საწმენდი კოვზი, იმ თავის მოვლის სხვა ხელსაწყობს შორისაა, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვიკინგების სამარხებში იპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ველური დამპყრობლები თავის მოვლასა და ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.


3. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელსაც კაცობრიობა და ზამთრის სპორტის მოყვარულები ვიკინგებს უნდა უმადლოდნენ, არც მეტი არც ნაკლები, თხილამურებია. მართალია თხილამურების მსგავი ნივთი რუსეთსა და ძველ ჩინეთშიც შექმნეს, მაგრამ დასავლეთ სამყაროში თხილამურზე სრიალის ტრადიციის დამკვიდრება სწორედ ამ სკანდინავიელი მეომრების დამსახურებაა. თავად სიტყვა სკი (თხილამური) ძველი ნორვეგიული სიტყვიდან სკიო არის წარმოშობილი.


ძველი ვიკინგები თავიანთ ქვეყანაში ხშირად გადაადგილდებოდნენ თხილამურების საშუალებით. ისინი თხილამურებს არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო საშუალებას, არამედ დასვენებისა და გართობისთვისაც იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიკინგები ძველ ნორვეგიულ ღმერთებს - სკაოის და ულს ხშირად გამოსახავდნენ თავიანთ თხილამურებსა და თოვლის ფეხსაცმელებზე.


5. იცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ქალაქი, ზურმუხტისფერი კუნძულის დედაქალაქი, დუბლინი, ვიკინგებმა დაარსეს?


841 წელს ნორმანებს ირლანდიაში მდინარე ლიფის სამხრეთ ნაპირზე ქალაქი დაუარსებიათ და მისთვის დუბლინი, ანუ შავი ტბა დაურქმევიათ ცნობილი ტბის პატივსაცემად, რომლის ნაპირთან ძველი ნორმანები თავიანთ ნავებს აბინავებდნენ.


ქალაქის შუაგული განთქმული იყო, როგორც ევროპაში მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი. დუბლინს ვიკინგები დაახლოებით 3 საუკუნის განმავლობაში მართავდნენ, მანამ ვიდრე ისინი ირლანდიის მეფე ბრიან ბორუმ 1014 წელს არ დაამარცხა და განდევნა.


6. ისტორიის წიგნებში ალბათ ბევრს ამოგიკითხავთ, რომ ამერიკა კრისტოფერ კოლუმბა აღმოაჩინა თავისი სამი ხომალდით, რაც ბევრი მკვლევარის მოსაზრებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ვიკინგები იყვნენ პირველები, ვინც ამ ახალ სამყაროზე ფეხი დადგეს და ჩრდილოეთ ამერიკაში კოლუმბაბდე 5 საუკუნით ადრე, მე-10 საუკუნეში პირველი ევროპული დასახლება ააშენეს.


ვიკინგებმა ნიუფაუნდლენდის (ანუ ახლადაღმოჩენილი მიწის) კუნძულს მიაღწიეს და ამ ადგილს "ღვინის მიწა" დაარქვეს, რადგან იქ ყურძენი ხარობდა. ამ ცნობის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ვიკინგური თქმულებებიდან ვიგებთ მანამ, ვიდრე 1960 წელს, არქეოლოგები ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ნორმანების ძველ ნივთებსა და ნასახლარებს აღმოაჩენდნენ.




ასევე აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, ვიკინგებმა შორეულ რუსეთსაც კი მიაღწიეს. ვიკინგები ევროპის ქვეყნებს არა მხოლოდ თავს ესხმოდნენ, არამედ ბევრ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობებსაც აწარმოებდნენ და ადგილობრივი მეფეების მოკავშირეებად ითვლებოდნენ.


დაქირავებული შვედი ვიკინგების გვარდია მე-11 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორების კარზე მსახურობდა და კონსტანტინოპოლს მტრის შემოსევებისგან იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში სლავი ხალხები მათ გადასახადების ასაკრეფად და თურქი დამპყრობლების მოსაგერიებლად ქირაობდნენ.


უფრო მეტიც, მე-11 საუკუნეში სკანდინავიელი მეომრები საქართველოშიც გამოჩნდნენ. მათ ქართული წყაროები ვარანგებად მოიხსენიებენ. გადმოცემის თანახმად, საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს 3000 ვარანგი დაუქირავებია კლდეკარის ურჩ ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშთან საბრძოლველად. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც სკანდინავიიდან მოსული დაქირავებული მეომრები საქართველოს მეფისთვის იბრძოდნენ.



 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner