logo_geo
eng_logo
თომას ედისონი - გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი, რომელიც დედამ გენიოსად აქცია
- +

26 სექტემბერი. 2016. 11:21



ერთხელ, პატარა თომას ედისონმა, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უცებ  ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა:


„თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ".


დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა, სადაც ეწერა:

 

„თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას, ამეცადინოთ სახლში".


ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა:

 

„თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".


 

right_banner
არქივი
right_banner