logo_geo
eng_logo
ეს სახლი 70 წლის წინ მიატოვეს... როცა გააღეს, თვალებს არ დაუჯერეს
- +

17 ოქტომბერი. 2016. 12:10


 

 

ეს პარიზული სახლი დიასახლისმა 1939 წელს მიატოვა. ის მხოლოდ 70 წლის შემდეგ გააღეს. ბინაში შესულ მნახველებს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალათ - ულამაზესი ინტერიერი და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თითქოს დროში გაყინულიყვნენ. იმ ნივთების ფასი მილიონობით დოლარი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს სახლი.



1939 წელს 23 წლის მადამ დე ფლორიანმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და მდიდრული ბინა გარკვეული პერიოდით მიატოვა. ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოხდა. შეიძლება მისი გამგზავრება პარიზში გერმანელი ჯარის შემოსვლის ამბავმა დააჩქარა.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli3.jpg


იგი აშკარად ჩქარობდა, რადგან ბინიდან მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაიღო. პირადი ნივთები და ინტერიერის დეტალები ხელუხლებელი დარჩა.

ბინის იჯარას ძველებურად იხდიდა, თუმცა არც პარიზში და მითუმეტეს, იმ სახლში აღარ დაბრუნებულა. მადამ დე ფლორიანი 2010 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.



მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გაიგეს მისმა შთამომავლებმა ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონერ ოლივიე შოპინ-ჟანვრის სთხოვეს, შეეფასებინა აპარტამენტში ავეჯი, ნახატები, წიგნები და ინტერიერის ნივთები.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli4.jpg


ბინის დაკეტვიდან მრავალი წელია გასული, კარის გაღება და ბინაში მასში შესვლა მეტად ამაღელვებელი მომენტი იყო. აპარტამენტში მოხვედრილები თითქოს წარსულში აღმოჩნდნენ. ჰაერი მტვრით იყო გაჟღენთილი, ოთახები აბლაბუდათი იყო მოფენილი.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli7.jpg


1900 წლით დათარიღებული ავეჯი ნამდვილი საგანძურია. ტილოები კედლიდან იყო ჩამოხსნილი. როგორც ჩანს, მფლობელი მათ წაღებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli.jpg


ტუალეტის მაგიდაზე ისევ იდო ჯაგრისი, სუნამოს ფლაკონი, კოსმეტიკური საშუალებები, სხვადასხვა კოლოფი და მაღვიძარა. მათ მნახველს ისეთი შეგრძნება დაეუფლებოდა, თითქოს ბინის პატრონი ცოტა ხნით გასულიყო ოთახიდან.


კუთხეში მიეყუჟათ სათამაშო მიკი მაუსი და გოჭი პორკი.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli5.jpg


ბინაში აღმოაჩინეს ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ქალის პორტრეტი და როგორც აღმოჩნდა, იგი დიასახლისი მარტა დე ფლორიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბინაში არსებულ ტილოებს შორის ეს ერთადერთი ძვირადღირებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ იგი ცნობილ იტალიელ მხატვარს ჯოვანი ბოლდინის დაუხატავს.


Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli6.jpg


როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტა დე ფლორიანი მსახიობი და ელიტური წვეულების ხშირი სტუმარი ყოფილა. მდიდრულად ცხოვრობდა. მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ცნობილი მამაკაცები, მათ შორის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები.

როცა ბინაში მარტასადმი მიძღვნილი ბოლდინის წერილი აღმოაჩინეს, მიხვდნენ, რომ მამაკაცს ქალის დახატვა მისმა სიყვარულმა აიძულა. ტილო აუქციონზე 3,4 მლნ დოლარად გაყიდეს. მხატვრის ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია.



მადამ დე ფლორიანის შთამომავლებს უჭირთ იმ მიზეზის ახსნა, რომლის გამოც ქალს ასე სასწრაფოდ მოუხდა ბინის დატოვება. უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. მაგალითად, რატომ არ დაბრუნდა დიასახლისი ბინაში, მაგრამ რატომ იხდიდა ბინის გადასახადს 70 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც ვეღარ მივიღებთ. თუმცა, მადამ დე ფლორიანის შთამომავლებს უნიკალური ნივთებით ტკბობა კიდევ დიდხანს შეეძლებათ.



Description: http://www.shin.ge/images/banners/zvelisaxli2.jpg

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner