logo_geo
eng_logo
საუკეთესო უფროსი მსოფლიოში, რომელმაც თავის თანამშრომლებს 1200 ავტომობილი და 400 ბინა გადასცა
- +

6 ნოემბერი. 2016. 12:19


 



ინდური კომპანია Hare Krishna Exports-ის თანამშრომლებს წლევანდელი ინდუისტური დღესასწაული დივალი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ცხოვრებაში.


კომპანიის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა სავჯი დოლაკიამ თავის საუკეთესო თანამშრომლებს 400 ბინა და 1200 ავტომობილი გადასცა საჩუქრად.


Description: image


კომპანია ბრილიანტებს ამზადებს, ექსპორტი მსოფლიოს 70 ქვეყანაში გადის, ხოლო მათი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ყოველთვის ანებივრებს სოლიდური საჩუქრებით.


2014 წელსაც დაურიგა მილიარდელმა საკუთარ თანამშრომლებს ბინები, ავტომობილები და ძვირფასეულობა.

Description: image


მისივე განცხადებით კომპანიამ ვალდებულება აიღო უახლოეს ხანებში ბინებით და ავტომობილებით უზრუნველყოს კომპანიის ყველა თანამშრომელი.


ალმასების მაგნატმა 2016 წელს კიდევ ერთი არაორდინალური ნაბიჯით გამოიჩინა თავი.


თავის 21 წლის ვაჟი დრავია, რომელიც ბიზნესის საფუძვლებს აშშ-ში დაეუფლა ინდოეთის პატარა ქალაქში სამუშაოს საძებნად გაუშვა, თან გაატანა სამი ხელი სამოსი, ჰიგიენური საშუალებები და ფული 7000 რუპია (დაახლოებით 100$). ახალგაზრდა ყმაწვილი დამოუკიდებლად უნდა მოწყობილიყო სამუშაოზე და ეშოვნა საცხოვრებელი.

Description: image


თავად დრავიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: მე მდიდარი და პრივილიგებული ოჯახიდან ვარ, რომლის წევრებიც მიჩვეულები არიან მიიღონ ის, რაც მოესურვებათ.მე კი მინდა განვიცადო როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ შოულობენ ფულს. ჩემთვის უაღრესად საჭიროა გავიგო, ვინ ვარ და რად ვღირვარ."



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner