logo_geo
eng_logo
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით თავბრუდამხვევი წარმატება 2017 წელს
- +

9 ნოემბერი. 2016. 14:16

 


მართალია, 2017 წლის დადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, მაგრამ ცნობილი ასტროლოგები უკვე აკეთებენ წინსწრებით პროგნოზებს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუღიმებთ ბედი მომავალი წლის მანძილზე. გთავაზობთ ყველაზე ცნობილი რუსი ასტროლოგის - ვასილისა ვოლოდინას პროგნოზს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე წამყვან რუსულ ონლაინ გამოცემაში.



ასე მაგალითად, მშვილდოსნებს, მორიელებს, თევზებსა და ქალწულებს ცოტა რთული წელი აქვთ 2017, ძირითადად პირად ფრონტზე არსებული სირთულეების გამო. ამ ადამიანებს 2017 წელს მოუწევთ რეალური ბრძოლა საკუთარი ბედნიერების დასაცავად და პარტნიორულ ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.



ხოლო კუროებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს ვოლოდინა გრძელვადიანი მიზნების დასახვას ურჩევს. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა ამ ნიშნებს შორის დაბადებულ ადამიანებს ჰქონდეთ მატერიალური თუ სხვა სახის შეფერხებები, რამაც ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაშინოს. 2017 წლის მიწურულს ფორტუნა მათ აუცილებლად გაუღიმებს, თანაც ერთობ გულუხვად.




დაბოლოს, ყველაზე წარმატებულები მომავალ 2017 წელს მერწყულები, სასწორები, ვერძები, ტყუპები და ლომები იქნებიან თურმე. მომავალ წელს ზოდიაქოს ამ ნიშნებით დაბადებულ ადამიანებს პრაქტიკულად ნებისმიერი ოცნების განხორციელება შეუძლიათ, რასაც შეეჭიდებიან. მათი უმრავლესობა მომავალ 2017 წელს ასევე კარდინალურად შეცვლის დამოკიდებულებას როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფების მიმართ. რაც თავისთავად დიდი ცვლილებების მომტანი იქნება ამ ადამიანების ცხოვრებაში.









 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner