logo_geo
eng_logo
რა გადაულაპარაკა გალაკტიონმა კონსტანტინეს მწერალთა კავშირის სხდომაზე
- +

11 ნოემბერი. 2016. 19:52



გალაკტიონი და კონსტანტინე გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ..." - ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა:


შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?"


არა, შენ?"-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ.


არა, არც მე", - ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა.


კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მისთვის და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა:


აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?"


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner