logo_geo
eng_logo
სვანური ქუდის კიდევ ერთი საიდუმლოება
- +

16 დეკემბერი. 2016. 15:25



სვანური ქუდი სამი ფერისაა. ეს მისი კიდევ ერთი საიდუმლოებაა. შავი ფერი - ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი ფერი - ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები, ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადმიანები. ცოდნას ფერთა მნიშვნელობის შესახებ მოიცავს თეთრი და შავი, ხოლო მათი შერევა ნაცრისფერს გვაძლევს, რომელიც ერისკაცის თავსაბურავია ნიშნად იმისა, რომ იგი ფლობს ცოდნას ქვესკნელისა (შავისა) და ზესკნელისა (თეთრისა) ამიტომ ნაცრისფერი ქუდი შეიძლება დაიხუროს საერო მოძღვარმა, შავი ქუდი კი - ბერმა.


იესო ქრისტემ ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვა ადამისა და გვაუწყა „მამაკაცი არის თავი დედაკაცისა, აგრეთვე დედაკაცმა თავი დაიფაროს ლოცვის დროს, ხოლო მამაკაცმა ქუდი მოიხადოს."


სვანური ქუდის პირველი წრე დედაკაცის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს „თხემის ადგილს", აგრეთვე, თავის არე, რომელსაც ეს ქუდი ფარავს, არის თხემის ადგილი, სადაც გადაიკვეთება ქუდზე ჯვარი. მამაკაცი დახურვისა და მოხდის დროს ჯვარის შუა ადგილს ეხება, ჯვარის გადაკვეთის ადგილას არის ჯვარზედ გაკრული მაცხოვრის თავი.


სვანური ქუდი არის მძივი მარგალიტის, მდოგვის მარცვლისოდენი რწმენის სიმბოლოდ არის გაკეთებული გრეხილ ძაფზედ. ხოლო უსუპის სიმბოლო ფოჩი დიდებულების სიმბოლოა, მიანიშნებს იმაზე, რომ მამაკაცი არის მაკურთხებელი, იგი წყლის კურთხევის ანუ იესო ქრისტეს ღმერთად განცხადების, მისი ჩასვლით იორდანეში, წყლის მონათვლისა და სხურების. სვანური ქუდი მთელი მისი გარეგნული ფორმით ლამპარს ჰგავს, ეს მაშინ როდესაც მამაკაცი ქუდს მოიხდის და ფოჩს ამოაბრუნებს, რათა ამ ძაფით ქუდი ჩამოკიდოს.




 

right_banner
არქივი
right_banner