logo_geo
eng_logo
ყინულის სასტუმროები - განსაკუთრებული არქიტექტურული ნამუშევრები
- +

3 იანვარი. 2017. 17:18


 


ყინულის სასტუმრო დროებითი სასტუმროა. ის თოვლისა და ყინულის ბლოკების სკულპტურებისგანაა შექმნილი, ხოლო მისი არსებობა ყინვაზეა დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის სასტუმროები ყინულისა და თოვლისგან არის აგებული, მათი უმეტესობა ყოველწლიურ აღდგენას საჭიროებს. ამგვარ სასტუმროებს სხვადასხვა ქვეყანაში გადააწყდებით. თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი, სერვისი და პირობები აქვს. ზოგიერთი მათგანი ყინულის ბარებს, რესტორნებს, საუნებსდა სამლოცველოებსაც კი მოიცავს.

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/1.jpg

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/1-3.jpg

 

 

 

პირველი ყინულის სასტუმრო შვედეთში 1989 წელს აშენდა. 27 წლის შემდეგ კი, ჩრდილოეთ შვედეთში აშენებული ეს შენობა, პირველი გაყინული საცხოვრებელი იქნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. მზის ენერგიაზე მომუშავე გაყინვის ახალი ტექნოლოგია, ლეგენდარულ სასტუმროს გვთავაზობს, რომელშიც დაგხვდებათ ბარი, არტ-გალერეა, 20 ოთახი და 10 ლუქსი. ჭაღები კი ხელით დამუშავებულ 1000 ყინულის კრისტალს შეიცავს. ინტერიერი წარმოდგენილია 40 ხელოვანის, დიზაინერის და არქიტექტორის მიერ. მათ შორის არის ნორვეგიელი ლუკა რონკრონი, რომელმაც შენობა ვიქტორიანული ერის ინსპირაციით შექმნა. შვედმა ტაისა გუსფორსმა და პატრიკ დალარდმა კი ოთახები დააპროექტეს. ბრიტანელმა არქიტექტორმა ალექს ჰოვმა და ადიტია ბატმა, საოცნებო ოთახი შექმნეს, რომელშიც სპირალური ყინულის კიბეს შეხვდებით. ამ უკანასკნელს ყინულის საწოლთან მიყავხართ. „ის ბუნება, რომელშიც ეს შენობები მდებარეობს, ყინულის სასტუმროებისთვის ინსპირაციის დიდ წყაროს გვაძლევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ყოველწლიურად განახლებას საჭიროებენ", - ამბობს სასტუმროს დამაარსებელი ინგვე ბერგვისტი, - „შუა ღამის მზის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია სასტუმროს ფუნქცია მთელი წლის განმავლობაში შევუნარჩუნოთ."

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/2-1.jpg

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/2-2.jpg

 

 

 


რომანტიკული საღამო ვარსკვლავების ქვეშ, ჩრდილოეთის ციალის ყურება საკუთარი ოთახიდან - ფანტასტიკურად ჟღერს. ამ მომსახურებას გთავაზობთ სასტუმრო კაკსლაუტანენი, რომელიც ფინეთში მდებარეობს. 20 თერმული მინის იგლუ დამსვენებელს, ავრორა ბორეალისით დატკბობის საშუალებას აძლევს, პლუს სითბო და კომფორტი გარანტირებულია. იგლუს ყოველი მინა თერმული მინის კედლებით და ჭერით არის აღჭურვილი. იგლუ მხოლოდ 2 ადამიანს იტევს და ის იმდენად მცირეა, რომ მისი გათბობისთვის ზედმეტად ბევრი ენერგია საჭირო არ არის. ამ სასტუმროშივე შეხვდებით მსოფლიოში უზარმაზარ საუნასაც. ასევე ყინულის ბარით აღჭურვილ რესტორანს და თოვლის სამლოცველოს. უფრო მეტი თავგადასავლებისთვის, სასტუმრო ათეულობით ყინულის იგლუსაც გთავაზობთ, სადაც ტემპერატურა მინუს 21 გრადუსია.

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/3-1.jpg

 

 


ერთ-ერთი ჯადოსნური ყინულის სასტუმრო კი კანადაში, მონტრეალის სოფელში გვხვდება. ის იმ პირველი ყინულის სასტუმროების ჯაჭვს მიეკუთვნება, რომლებიც ნორვეგიასა და ფინეთში აშენდა. სასტუმრო ბიოსფერული გარემოს მუზეუმის გვერდით დგას, მის ქვემოთ კი, წმინდა ლავრენსის მდინარის სანაპირო ზოლი გადის. ყინულის სასტუმრო დამსვენებლებს 15 სტანდარტულ და 10 პრესტიჟულ ოთახს სთავაზობს. საოჯახო ოთახები 6 ადამიანამდე იტევს, პრესტიჟული ოთახი კი - მხოლოდ ორს. ისინი შეიცავს ყინულის სკულპტურებს და თემატურ ავეჯს. სასტუმროში ყინულის რესტორანსაც შეხვდებით, სადაც სახელგანთქმული მზარეული ერიკ გონზალესი გურმანებისთვის საკვებს ამზადებს. სტუმრები სხედან ყინულის სკამებზე, რომლებზეც თბილი ბეწვია გადაკრული. თოვლის თითოეულ ოთახს სახლის მაგვარი სტრუქტურა აქვს. ის აშენებულია გიგანტური ბუშტის დახმარებით. მრგვალი ბუშტი გაბერილი და ყინულით „შეფუთულია". როცა ყინვა იმატებს, ბუშტი სკდება და შიგნით გამოქვაბულებს ქმნის.

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/yinulis-sastumro/3-3.jpg

 

 

 

 

წყარო: http://metra.ge/

 

 

 



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner