logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის ქრონიკა, ოპერაცია „ბარბაროსა“ - თავდასხმა საბჭოთა კავშირზე, ნაწილი 6
- +

26 მარტი. 2016. 16:16


 

1. ცეცხლმოდებული საბჭოთა ტანკი БТ-7 და დაღუპული საბჭოთა მეომარი, რომლისკენაც მიემართება გერმანელი ჯარისკაცი. ოპერაცია „ბარბაროსას" პირველი დღეები. 1941 წლის ივნისი

 

 

 

2. გერმანული ბომბდამშენები „Junkers Ju 87" მდინარე დნეპრსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის. 1941 წლის 6 ნოემბერი

 

 

 

3. გერმანელები ნავით გადადიან მდინარე დონზე. 1941 წელი

 

 

 

4. გერმანელი გუშაგი ოკუპირებულ კიევში. უკანა პლანზე ჩანს ცეცხლმოკიდებული ხიდი მდინარე დნეპრზე. 1941 წელი

 

 

 

5. ბრძოლის შედეგი ქალაქ როსტოვში. 1941 წლის დასასრული

 

 

 

6. მშვიდობიანი მოქალაქეები პირადი ნივთების გადარჩენას ცდილობენ. ლენინგრადის გარეუბანი. 1941 წლის 21 ოქტომბერი

 

 

 

7. ესესის რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი ათვალიერებს სამხედრო ტყვეთა ბანაკს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1941 წელი

 

 

 

8. გერმანული წყაროების მტკიცებით, ამ ფოტოზე აღბეჭდილია ბრიანსკისა და ვიაზმის ბრძოლებში დატყვევებული 650 ათასი საბჭოთა ჯარისკაცების მხოლოდ ნაწილი, რომლებიც ტყვეთა ბანაკში გამგზავრებას ელოდებიან. 1941 წლის 2 ნოემბერი

 

 

 

9. ადოლფ ჰიტლერი, გენერალ-ფელდმარშალ ვალტერ ფონ ბრაუხიჩთან (მარცხნივ) და გენერალ-პოლკოვნიკ ფრანც გალდერთან ერთად ათვალიერებს საბჭოთა კავშირის სამხედრო რუკას. 1941 წლის 7 აგვისტო

 

 

 

10. უზარმაზარი საბჭოთა ზარბაზანი, სავარაუდოდ, 203მმ-იანი ჰაუბიცა გულმოდგინედაა შენიღბული საბრძოლო პოზიციაზე. 1941 წლის 15 სექტემბერი

 

 

 

11. ფაშისტებს რისხვად მოევლინენ პარტიზანები. ფოტოზე: პარტიზანები ოკუპირებულ სოფელს ზვერავენ

 

 

 

12. საბჭოთა ჯარისკაცები ათვალიერებენ სამხედრო ნადავლს. 1941 წლის 19 სექტემბერი

 

 

 

13. განადგურებული რიგა, ლატვიის დედაქალაქი. მძიმე ბრძოლების შემდეგ საბჭოთა ჯარებმა უკან დაიხიეს და ნაცისტები შევიდნენ რიგაში. 1941 წლის 3 ოქტომბერი

 

 

 

14. ჩამოსახრჩობად განწირული მშვიდობიანი მოქალაქეები. სმოლენსკის ოლქის ქ. ველიჟი. 1941 წლის სექტემბერი

 

 

 

15. ცეცხლმოკიდებული სახლები და ნანგრევები დონის როსტოვში. 1941 წლის 22 სექტემბერი

 

 

 

16. მეორე სატანკო არმიის სარდალი ჰაინც გუდერიანი საუბრობს ტანკისტებთან საბჭოთა ფრონტზე. 1941 წლის 3 სექტემბერი

 

 

 

17. ოკუპირებული ქალაქში ნაცისტები შენობიდან ხსნიან საბჭოთა სიმბოლოებს. 1941 წლის 18 ივლისი

 

 

 

18. საბჭოთა ჯავშანმანქანები ფრონტის ხაზზე. 1941 წლის 19 ოქტომბერი

 

 

 

19. გერმანელი ჯარისკაცები ლენინგრადის გარეუბანში. 1941 წლის 24 ნოემბერი

 

 

 

20. ვერმახტის მექანიზირებული ნაწილები კიევზე მორიგი შეტევის წინ. 1941 წლის 21 ნოემბერი

 

 

 

21. ფაშისტები ცდილობენ შეანგრიონ საბჭოთა სნაიპერების სამალავის კარი. 1941 წლის 1 სექტემბერი

 

 

 

22. გერმანული წყაროების ცნობით, ფოტოზე აღბეჭდილი მოღუშული სამხედრო საბჭოთა პოლკოვნიკია, რომელის ნაცისტებს ჩვენებას აძლევს. 1941 წლის 24 ოქტომბერი

 

 

 

23. ვერმახტის ჯარები შედიან სმოლენსკში. 1941 წლის აგვისტო

 

 

 

24. გერმანულ წყაროში აღნიშნულია, რომ ამ ეშელონს გერმანიაში გადაჰყავდა საბჭოთა სამხედრო ტყვეები. 1941 წლის 3 ოქტომბერი

 

 

 

25. გერმანელი ჯარისკაცები ზამთრის სამოსში. მოსკოვის მახლობლად. 1941 წლის ნოემბერი

 

 

ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ საბჭოთა კავშირს ზამთრის დადგომამდე გაანადგურებდა, მაგრამ ბლიცკრიგის  გეგმა ჩაიშალა და გერმანიის არმია დაუცველი აღმოჩნდა სტიქიისა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევების პირისპირ

 

 

იხილეთ 1,2,3,4,5 ნაწილები

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2275

http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=2973


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner