logo_geo
eng_logo
ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა
- +

3 მარტი. 2017. 20:45



დედის დღე პირველად ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, მშვიდობის აქტივისტის, ანა ჯარვისის ძალისხმევით დაწესდა. მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარდაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია იმას, რომ დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქნა აღიარებული.  შემდგომში ანა ჯარვისი ამ დღის კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან  მრავალმა კომპანიამ სერიოზული მოგება ნახა მისალოცი ბარათების , ყვავილების და სხვა საჩუქრების რეალიზაციით.


ანა ჯარვისი სასტიკად ბრაზობდა. ამბობდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის  დღე. მას უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელით ნაკეთი საჩუქრები და ხელნაწერი მისალოცი ბარათები მიეღოთ:

 

„ნაბეჭდი მისალოცი ბარათები იმის ნიშანია, რომ გეზარებათ მიწეროთ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდი რამ გაჩუქათ, ვიდრე მსოფლიოში სხვა ვინმემ. კონფეტები! ყიდულობთ მისთვის და მერე მთელ კოლოფს თავად მიირთმევთ!" -ანა ჯარვისი


„დღე, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლე, კომპანიებმა საკუთარი მოგების წყაროდ გადააქციეს"-ამბობდა ანა  და აქციებით მოუწოდებდა , ბოიკოტი გამოეცხადებინათ სხვადასხვა კომპანიებისთვის. 1923 წელს ის დაპატიმრებულიც კი იყო მშვიდობის დარღვევისთვის. ანა ჯარვისი 87 წლის ასაკში მარტოხელა და  უშვილო გარდაიცვალა.


ჯარვისის დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.


წყარო: infonews.ge

 

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner