logo_geo
eng_logo
სახლი ტყის გულში – რაში მდგომარეობს ვანგარი მაატაის სახლის უნიკალობა
- +

22 მაისი. 2017. 01:39




კენიის დედაქალაქ ნაირობში, ტყის შუაგულში მდებარე სახლი, რომელიც 2004 წლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კენიის საზოგადო მოღვაწე ვანგარი მუტა მაატაის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახლი, ბუნებასთან თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება. სახლის პროექტმა, 2016 წელს, პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალში (World Architecture Festival), კატეგორიაში - „სამომავლო მშენებლობა". 


სახლი წარმოადგენს ფორუმს ექსპერიმენტული სწავლებისთვის, არა მხოლოდ კენიელებისა და აფრიკელებისთვის, არამედ მსურველებისთვის მთელი მსოფლიოდან. ვანგარის ცხოვრების ინტიმური გარემოს ნახვა, დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს ჩასწვდეს მისი ცხოვრების გზას, რატომ იბრძოდა ის ადამიანის უფლებებისთვის, გარემოს დაცვისთვის და ეწეოდა მშვიდობიანი კულტურის პროპაგანდას.


ტყის შუაგულში განთავსებული წრის ფორმის შენობა, შეგვიძლია სისადავის სიმბოლოდ მივიჩნიოთ. შენობა ახდენს კონცეფცია „გასეირნება და საუბრის" პოპულარიზაციას და გადმოსცემს ვანგარის მემკვიდრეობის მთავარ პრინციპებს - ბავშვური ცნობისმოყვარეობის და მოქმედების ეთიკის თანწყობას.


სახლისკენ მიემართება ხის ბილიკი წყალზე, რომელიც კვეთს ტყეს და ტბას. ბილიკი შენობის ცენტრში არსებულ ღია ეზოში მთავრდება, სადაც განთავსებულია ამფითეატრი და მავზოლეუმი.


​მაატის სახლში ასევე არის სამზარეულო, მრავალფუნქციური საკონცერტო ცენტრი, კაფე, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცე. კომპლექსის შორიახლოს განთავსებულია ავტოსადგომი.



dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_4

 

dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_2

 

dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_7

 

dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_8

 

dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_10

 

dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_11

 dom_wangari_maatai_keniya_africa_berlogos_6

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner