logo_geo
eng_logo
როდის და როგორ დავთესოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს
- +

9 აპრილი. 2016. 14:13

 

 

ძველი ტრადიციის მიხედვით, ბზობის კვირას, მორწმუნეები ხორბალს თესენ. ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირე რაოდენობით ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და  ჯეჯილი იზრდება.


ასევე ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.


ახლა უფრო დეტალურად იმაზე, თუ როგორ უნდა დაითესოს ჯეჯილი, სააღდგომოდ რომ მოესწროს. არსებობს ასეთი მოსაზრებაც: უნდა აიღოთ დაახლოებით 500 გრამი ხორბლის მარცვალი, გარეცხოთ, დაასხათ შემთბარი წყალი და ასე მთელი ღამე გააჩეროთ.


დილით წყალი უნდა გადაიღვაროს და ხორბალი ისევ გაირეცხოს. ჩაიყაროს მინის ქილაში და თავზე დაეფაროს, დაიდგას თბილ ადგილას და 24 საათის განმავლობაში ასე გაჩერდეს.


მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაევლოს წყალი და ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე განაწილდეს. ლანგარი სასურველია, გამათბობელთან დაიდგას. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.


გასათვალისწინებელია: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვერიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენს მიერ დათესილი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×