logo_geo
eng_logo
დანა გოგონას გამოსახულებით – ზაქარია ფალიაშვილის სამაგიდო ნივთი
- +

30 ივლისი. 2017. 03:39



თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში, სხვა ექსპონატებს შორის ინახება ერთი არაჩვეულებრივი ნივთი - ქაღალდის საჭრელი დანა, რომელიც მუზეუმს პიანისტმა თამარ ჩარექიშვილმა გადასცა. დანაზე გამოსახულია გოგონას სამგანზომილებიანი გამოსახულება, გრძელი ტალღოვანი თმით და ბოლოვდება დანის მჭრელი პირით.


როგორც „სითი კვირას" თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში განუცხადეს, დანა გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, რომელიც დამზადებულია „არტ-ნუვოს" (Art Nouveau) სტილში. მას შესაძლოა სახელოვანი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მისი ცნობილი ოპერების შექმნის დროს სანოტო ფურცლების გასაჭრელად იყენებდა, ეს ვარაუდი კი, ნივთის განსაკუთრებულობას ნამდვილად ზრდის.


ცნობილია, რომ ქაღალდის საჭრელი დანები, ისევე, როგორც წერილის გასახსნელი დანა, XVIII - XIX საუკუნეში გამოიყენებოდა და მეტად პოპულარული ნივთი იყო. ის რეკლამის კარგ საშუალებასაც წარმოადგენდა. მზადდებოდა როგორც მეტალისაგან და ცელულოიდისგან, ასევე ძვირფასი ლითონებისგან -ბრინჯაოს, ვერცხლის, ან სპილოს ძვლისგანაც კი. ხშირად ორნამენტებით მოჩუქურთმებული, მორთული იყო მითიური ცხოველების თემაზე.


ქაღალდის საჭრელი დანა არის ბასრი ინსტრუმენტი. ის ითვლებოდა სამაგიდო ნაკრების ნაწილად, რომელიც ინახებოდა საწერ და ხატვის ინსტრუმენტებთან ერთად და გამოიყენებოდა წერილების, ასევე გვერდის, ან წიგნის გასახსნელად. აღნიშნული დანები იყო ძალიან პრაქტიკული ნივთი.


ცნობილია, რომ ზოგიერთი კომპანია მაღალხარისხიან წერილების გამხსნელ დანებს აწარმოებდა. ეს კომპანიები არიან: „ტიფანი სტუდია" (Tiffany Studios), „ჯორჯ იენსენი" (Georg Jensen), და „შეფილდი" (Sheffield).

 

20017616_487113978291447_7559269734286890110_o


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner