logo_geo
eng_logo
ირმის ნახტომის თანამგზავრი უზარმაზარი გალაქტიკა აღმოაჩინეს
- +

16 აპრილი. 2016. 01:27



ბრიტანელმა ასტრონომებმა უკიდურესად კაშკაშა გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობს.


გალაქტიკა დედამიწიდან 380 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერებმა მას კრატერ 2 უწოდეს.


კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომებმა - გაბრიელ ტორეალბამ, სერგეი კოპოსოვმა, ვასილი ბელოკუროვმა და მაიკ ირვინმა აღმოჩენა ჩილეში მდებარე ტელესკოპ VLT Survey Telescope-ს მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზის შედეგად გააკეთეს.


მიუხედავად იმისა, რომ კრატერ 2 ადამიანის თვალისთვის უხილავია, იგი უზარმაზარია, მეოთხე უდიდესი გალაქტიკაა ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკებს შორის. ირმის ნახტომის გარშემო სულ 30 გალაქტიკა ბრუნავს.


აღსანიშნავია, რომ დედამიწიდან კრატერ 2-ის ცალკეული ვარსკვლავები მოჩანს, თუმცა სიშორის გამო, გალაქტიკა მთლიანობაში უხილავია.


კარნეგის ობსერვატორიის ასტრონომის, ჯოშ სიმონის განცხადებით, კრატერ 2 ბოლო ათწლეულებში აღმოჩენილ ყველა თანამგზავრ გალაქტიკაზე კაშკაშაა, იგი 160,000-ჯერ მეტ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე მზე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×