logo_geo
eng_logo
ბრაიან დაისონი: მიუძღვენით საჭირო დრო ოჯახს, მეგობრებს, სულსა და დასვენებას
- +

16 აპრილი. 2016. 11:11


„კოკა-კოლას" დირექტორის, ბრაიან დაისონის 30-წამიანი სიტყვა:

 

„წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება თამაშია, რომლის არსი მდგომარეობს ხუთი ბურთით ჟონგლირებაში.

 

ეს ბურთებია: ოჯახი, სამსახური, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული.

 

თქვენი ამოცანაა, ეს ბურთები მუდამ ჰაერში იქონიოთ..

 

მალე შენიშნავთ, რომ სამუშაოს ბურთი რეზინისაა და თუ უცბად დაგივარდებათ, ისევ ამოხტება და დაგიბრუნდებათ.

 

დანარჩენი ოთხი კი: ჯანმრთელობა, მეგობრები, ოჯახი და სული - შუშისაა.

 

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი დაგისხლტათ ხელიდან, გამოუსწორებლად დაზიანდება, დაიბზარება და დაიჩხვლიტება ან საერთოდ დაიმსხვრევა, ის არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე. ამიტომ, თქვენ უნდა გააცნობიეროთ და ეცადოთ, ეს არ მოხდეს ასე.

 

ამიტომ მაქსიმალურად იმუშავეთ სამუშაო დროის განმავლობაში და დროულად წადით სახლში.

 

მიუძღვენით საჭირო დრო ოჯახს, მეგობრებს, სულსა და დასვენებას.

 

ღირებულება ღირებულია მაშინ, როცა ამას აფასებენ".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×