logo_geo
eng_logo
„თოვლის ჯიქი“ და „კლდის ვეფხვი“
- +

17 აპრილი. 2016. 22:51



თოვლის ჯიქი" დაკლდის ვეფხვი"- ერთ- ერთი ფეისბუქ გვერდი მიხეილ ხერგიანისა და თენსინგ ნორგეი შესახებ წერს:



"1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ. ხერგიანი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა.


ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავები შეამჩნია, თქვა: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?"


მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა.


"თოვლის ჯიქი" (თენსინგ ნორგეი) მეგობრობდა "კლდის ვეფხვთან", ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი ავიდა და საღებავით დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!" როდესაც გამოიამინდა და "თოვლის ჯიქი" იალბუზზე ავიდა, მისალმების დანახვაზე გაგიჟდა... "


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×