logo_geo
eng_logo
Viber-მა ჩათის დაშიფვრის შესახებ განაცხადა
- +

20 აპრილი. 2016. 23:37


Viber-მა განაცხადა, რომ ჯგუფური და პრივატული ჩათების დაშიფვრის (end-to-end) ფუნქცია შემოიღო. ახალი სისტემა ხელმისაწვდომია Android-ის და iOS-ის პლატფორმებისთვის და ასევე მესინჯერის კომპიუტერის ვერსიისთვის.


კომპანიამ განმარტა, რომ გლობალური დაშიფვრა სერვისის ყველა მომხმარებლისთვის რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი. ამასთან Viber-ი, დაცვის დონის საჩვენებლად სპეციალურ აღნიშვნას შემოიღებს. მაგალითად, ნაცრისფერი ბოქლომი ჩათის ფანჯარაში იმის მანიშნებელი იქნება, რომ შეტყობინებები დაშიფრულია, ხოლო მწვანე, იმის, რომ კონტაქტის აუტენტიფიკაცია მუდმივად კონტროლდება, ხოლო წითელი ბოქლომი იმის ნიშანი იქნება, რომ კომუნიკაციის არხს „ვიღაც უტევს" - ანუ „შუაში ადამიანია".


Viber-ის საოპერაციო დირექტორმა მიხაილ შმილოვმა განაცხადა, რომ კომპანია უსაფრთხოების ყველაზე რთული სისტემის დანერგვას შეეცადა, რაც კომუნიკაციის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას მისცემდათ.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×