logo_geo
eng_logo
როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის ისტორია
- +

2 იანვარი. 2018. 20:15

 

 

 


ახალი წლის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სიმბოლო ნაძვის ხეა. მისი ფესვები საფუძველს რენესანსის პერიოდში იღებს. აქედან მოყოლებული არა მარტო მისი პოპულარობა გაიზარდა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ის ახალი წლის განუყოფელი ნაწილიც გახდა.




Description: http://metra.ge/images/blog/nadzvis-xeebi/1.jpg




როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის ისტორია, რომელიც სიმბოლური და საკულტო ღირშესანიშნაობაა, 1933 წლიდან იწყება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ამერიკაში დიდი დეპრესია მძვინვარებდა. ტრადიცია 6 მეტრიანი ბალზამის სოჭით დაიწყო. ის მუშებმა ცენტრში დადგეს და მოცვის ტოტებით, ქაღალდის გირლანდებით და რამდენიმე თუნუქის ქილით მორთეს. მუშებმა სოჭის საყიდლად ფული თავად ააგროვეს, გირლანდებს კი მათი ოჯახის წევრები ამზადებდნენ. ხეს განათება ორი წლის შემდეგ დაემატა. ამ დროს, ის უკვე 15 მეტრის სიმაღლის იყო. 1936 წელს კი ყინულის მოედანიც გაიხსნა.



Description: http://metra.ge/images/blog/nadzvis-xeebi/1-3.jpg



როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე წლების განმავლობაში გამოხატავდა იმას, რაც მსოფლიოს გარშემო ხდებოდა ხოლმე. არც მეორე მსოფლიო ომის მოვლენები ყოფილა გამონაკლისი, რომელმაც მის დეკორაციაზე გარკვეული კვალი დატოვა. 1942 წლისთვის, როკფელერის ცენტრში ერთი დიდი ხის ნაცვლად, სამი ხე დაიდგა. მათი ფერები ამერიკის დროშის ფერებს შეესაბამებოდა. 1944 წლიდან 1945 წლამდე კი ხეს რეგულაციის გამო არ ანათებდნენ. სიბნელე ომს ჩაბარდა და მისი დასრულების შემდეგ 6 ულტრაიისფერი სინათლის პროექტორი დაყენდა და 700 ფლურესცენციული ბურთი ნაძვის ხეს სიბნელეში ამშვენებდა. 1969 წელს, როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის წინ, უზარმაზარი მავთულებისგან დამზადებული და ყველასთვის კარგად ცნობილი, 12 მცველი ანგელოზის სკულპტურა დაამატეს. 1999 წელს, როკფელერის ცენტრის 30 მეტრიანი ნაძვის ხე იყო ყველაზე გრძელი ნაძვის ხე, რომელიც აქამდე დადგმულა. 2007 წელს ხე „გამწვანდა" - დამონტაჟდა ენერგოეფექტური ლედ-ნათურები. 2017 წლის დასახვედრად გამზადებული ნაძვის ხის სიმაღლე კი 28 მეტრს აღწევს. ის ყველაზე განიერი ხეა მის წინაპრებთან შედარებით.


Description: http://metra.ge/images/blog/nadzvis-xeebi/1-4.jpg



წყარო: http://metra.ge/




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner