logo_geo
eng_logo
„რა მშვენიერია, უბრალოდ იყო ცოცხალი“
- +

22 აპრილი. 2016. 18:00

ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად ჰოლანდიელი ვარ, დავიბადე ბელგიაში. მე რომ ძაღლი ვყოფილიყავი, ბევრად მეტი პრობლემები მექნებოდა.

 

როდესაც პატარა ვიყავი, მშობლებს ჩემთვის ბევრი თავისუფალი დრო არ ჰქონდათ. ჩემი ერთადერთი სიყვარული შოკოლადი იყო და მას ჩემთვის არასდროს უღალატია.

 

დედა მთელი ცხოვრება შთამაგონებდა, რომ ადამიანს ყოველთვის სარგებელი უნდა მოჰქონდეს. მახსოვს, ომის დროს როდესაც მე ბრონჰიტით ვიყავი ავად, დედა მეუბნებოდა: როგორ მინდა, ფორთოხლის წვენი დაგალევინო, როგორ მინდა, შენთვის მოვიტანო რძე და კვერცხი. მე ვფიქრობდი: რა სასიამოვნოა, რომ მას ჩემი განებივრება სურს. მაგრამ დღეს მე ვხვდებირას ნიშნავს -  დაწვე დასაძინებლად და არ იცოდე, გამოკვებავ თუ არა შვილს მეორე დღეს.

 

ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ყურადღების მიქცევა და სპექტაკლების მოწყობა ცუდი მანერების გამომხატველია. სწორედ ასეთი აზრით დავიწყე მე ცხოვრება.

 

მე არ ვარ ლამაზი. დედაჩემმა ერთხელ მახინჯი იხვის ჭუკი მიწოდა, მაგრამ თუ ჩემი მახასიათებლები ცალ-ცალკე განიხილება, შესაძლებელია, რაიმე დადებითიც აღმოაჩინოთ.

 

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც საკუთარ თავს ვერ ვიტანდი: ჩემ თავს ძალიან მსუქნად, ძალიან მაღლად, ძალიან უბრალოდ ან ძალიან მახინჯად ვთვლიდი.

 

სექსუალურობაეს არის ის, რაც ქალის შიგნით იმალება. სექსუალურობა ინდივიდშია და არ ეთანხმება მასობრივ აზრს. მე ვერ შევედრები სოფი ლორენის და ჯინი ლოლობრიჯიტ ფორმებს, მაგრამ მთლიანობაში სექსუალურობა მხოლოდ ფორმებით არ გამოიხატება. მე არ მჭირდება საძინებელი, რომ დავამტკიცო ჩემი ქალურობა. მე შემიძლია ვიყო სექსუალური ვაშლის ჭრის დროს ან წვიმისგან გალუმპული.

 

ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც მაცინებენ. სიცილიჩემი საყვარელი საქმე, მას შეუძლია ბევრი დაავადების განკურნება.

 

არასდროს მსურდა გაყრა. მძულს ეს სიტყვა: მთლიანად ვიკუმშები, როდესაც მას წარმოთქვამენ. მე ვოცნებობდი გათხოვებაზე ერთხელ და სამუდამოდ.

 

საყურეები, რომელსაც თქვენ მამაკაცი გჩუქნით, გამოხატავს ყველაფერს, რასაც ის თქვენზე ფიქრობს.

 

ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ, რომ აიყვანონ, შეაკეთონ, ადგილი მოუნახონ და აპატიონ; არასდროს, არასდროს გადააგდონ.

 

თითოეული ადამიანის ვალდებულებაიმ ბავშვების დახმარებაა, რომლებიც განსაცდელში არიან. ყველა დანარჩენიახირება და ჭირვეულობაა.

 

მე მწამს, მაგრამ ჩემი რწმენა არც ერთ რელიგიასთან არ არის კავშირში.

 

მე ძალიან მომეწონა წიგნი საუზმე ტიფანისთან, მაგრამ მეშინოდა, რომ ეს როლი ჩემთის არ იყოჰოლი გოლაითლის როლისთვის საჭირო იყო ექსტრავერტი, ხოლო მე ინტრავერტი ვარ. ჩემთვის არ იყო ადვილი გადაღებები, ძალიან გავხდი და ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ცუდად ვთამაშობდი.

 

ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლე, მივიღე ჩემი ნაკლი. მე შორს ვარ იმ პიროვნებამდე, რომელიც მინდა რომ ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში არც ისე ცუდი ვარ.

 

ჩემთვის რთულია საკუთარი თავის ეკრანზე ყურება, მე ფაქტიურად განვიცდი ამას.

 

ჰოლანდია, ბელგია და შემდეგ ინგლისი, ყველაზე ბედნიერი მომენტები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო დაკავშირებული სოფელთან. მე ძალიან მიყვარს ბუნება, ხეები, ჩიტები და ყვავილები. ქალაქის მცხოვრები არ ვარ, ცემენტი ჩემში სევდას იწვევს.

 

მე ვიქნებოდი ბედნიერი, ჩემს ბინაში რომ მარტო გამეტარებინა დასვენების დღეები. ამ გზით ჩემს ელემენტებს ვმუხტავ.

 

არასერიოზულად მიმაჩნია, როდესაც ვინმე ფიქრობს, რომ ოდრი ჰეპბერნი არ ოფლიანდება, არ ასლოკინებს, არ აცემინებსსხვათა შორის, მე იმათზე მეტს ვასლოკინებ, ვიდრე ისინი, ყველა ერთად აღებული.

 

როდესაც თქვენ ჭიქა ჩაის არ გიდუღებენ, როდესაც თქვენ არავის სჭირდებით, ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ მთავრდება ცხოვრება.

 

ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ დღესაც კი ვკითხულობ ზღაპრებს და  მთელი გულით  მიყვარს ისინი.

 

კითხვაჩემი საყვარელი საქმე.

კოსმეტიკამ შეიძლება მოხატოს ადამიანის სახე, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან არსებობს სიმახინჯე.

 

მე მსმენია ბედნიერების ასეთი განსაზღვრება: ჯანმრთელობა და კარგი მეხსიერება. მე მინდოდა, მისი ავტორი ვყოფილიყავი, რადგან ეს სიმართლეა.

 

მჯერა მანიკურის, ვყვირი ტანსაცმელზე, ვფიქრობ, რომ დასვენების დროსაც კი საჭიროა ტუჩების შეღებვა, მჯერა ვარდისფერი ფერის ისევე როგორც, ბედნიერი გოგონებიყველაზე ლამაზები არიან.

 

მოდით, საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ კეთილი შოკოლადის ტორტი ძველებურად ადამიანებს ცხოვრებაში ეხმარება, მე ის ნამდვილად მეხმარება.

 

მათ ვისაც არ სჯერათ საოცრებების, არ შეიძლება ეწოდოთ რეალისტები.

              

               დედა ყოველთვის ამბობდა: კეთილი აზრები უბრალოდ არავის ეცემა თავზე. ღმერთი სულგძელია, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ თქვენ შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს აუზზე, მეგარდერობზე, თანაც არაერთზე.

 

წარმატება ეს არის დაახლოებით დიდი ხნის მოლოდნის შემდგომ დამდგარი დაბადების დღე, რომლის დროსაც თქვენ ხვდებით, რომ საერთოდ არ შეცვლილხართ.

 

ქალი შეიძლება იყოს ლამაზიც და ჭკვიანიც.

 

დიდი ხნის სიცოცხლესა და კარგ სადილს შორის არსებობს არც ისეთი დიდი განსხვავებასადილზე დესერტი ბოლოს მოდის.

 

დროთა განმავლობაში იგებ, რომ მოცემული ორი ხელიდანერთი შენთვის გაქვს, მეორე კი იმისთვის ვისაც დახმარება სჭირდება.

 

მე არასდროს შევწუხდებოდი ასაკით, თუ მეცოდინებოდა, რომ გააგრძელებდნენ ჩემ სიყვარულს და მეც გავაგრძელებდი მასვე.

 

როდესაც მე გადამიღბენ 70 ფილმში და მაყურებლებს კიდევ მოუნდებათ ჩემი ხილვა, მაშინ მე დავიჯერებ, რომ ვარსკვლავი ვარ.

 

მხოლოდ ყველაზე გამბედავი ადამიანია წარმატებული.

 

აირჩიე დღე და ისიამოვნე ამით. წარსულმა მასწავლა, დავაფასო სინამდვილე და მე არ მინდა მისი გაფუჭება, მომავალზე ნერვიულობით.

 

ყველაზე მნიშვნელოვანიდაბერდე ღირსეულად. ეს კი შეუძლებელია, თუ არ გადმოხვალ ჟურნალის გარეკანიდან.

 

რა მშვენიერია, უბრალოდ იყო ცოცხალი.

 

 

 

წყარო: facts.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×