logo_geo
eng_logo
რა იმალება მურსის ტომის უცნაური ტრადიციების უკან
- +

23 აპრილი. 2016. 13:12


 

მურსის ტომი სამხრეთ ეთიოპიაში, სუდანის საზღვარზე, ე.წ. „ომოს ზონაში" ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი ტერიტორია ბუნებრივად არის იზოლირებული მდინარე ომოსა და მისი შენაკადის, მაგოს გამო.


2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 7500 ადამიანს შეადგენს. მათგან 15% ქრისტიანია, დანარჩენი კი ანამისტი, ანუ მათ სწამთ, რომ ნებისმიერ საგანს აქვს სული.

მურსის ტომს აქვს საკუთარი ენა, რომელსაც მურსის ენას უწოდებენ და აღმოსავლეთ სუდანის დიალექტს მიეკუთვნება.


მურსის ტომის ქალები გამოირჩევიან ერთი განსაკუთრებული დეტალით. ეს არის ხის ფირფიტა, რომელსაც ისინი ქვედა ტუჩის გახვრეტის შემდეგ ატარებენ. მიიჩნევდნენ, რომ ამის მიზანი ფინანსური სარგებელი იყო: რაც უფრო დიდი ფირფიტა ედო ქალს, მით უფრო ძვირად გაყიდდნენ მშობლები სასიძოზე, თუმცა ანთროპოლოგმა ტურტონმა, რომელიც 30 წელი სწავლობდა ამ ტომს, უარყო ეს მოსაზრება. 


 

ტუჩის გახვრეტა ხდება 15-18 წლის ასაკში, გათხოვებამდე რამდენიმე თვით ადრე. გოგონას ტუჩს უჭრის დედა ან რომელიმე ახლობელი ქალი და ჭრილობის შეხორცებამდე უსვამენ ხის ნაჭერს. მას შემდეგ, რაც ჭრილობა შეხორცდება, ფირფიტის ზომას თანდათანობით ზრდიან. იმისთვის, რომ ფირფიტის ჩადგმა მოხერხდეს, წინა ქვედა ოთხ კბილს იღებენ. 

 

 

თუ გოგონამ გადაწყვიტა, რომ გათხოვების დროა, მას ტუჩს უწელავენ და საქორწინო ვაჭრობისთვის ამზადებენ. თუკი ტუჩი უცვლელ მდგომარეობაშია, ესე იგი, გოგონა ჯერ მზად არ არის. ასე მას სიბერემდეც შეუძლია ცხოვრება. თუმცა, ოჯახის, კეთილდღეობის და გარშემომყოფთა პატივისცემის გარეშე.

 

 

ფირფიტის დიამეტრის ზომამ შეიძლება 16 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×