logo_geo
eng_logo
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ერთ ღამეში 6,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
- +

3 თებერვალი. 2018. 19:18



Amazon-ის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი ჯეფ ბეზოსი ერთ ღამეში 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი აქციები 1 თებერვლის ღამეს 6,2 პროცენტით გაძვირდა. მისი აქტივების საერთო ღირებულებამ 123 მილიარდს გადააჭარბა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეიტსთან შედარებით 30 მილიარდი დოლარით მეტი ქონება აქვს. ინფორმაციას Marketwatch-ი ავრცელებს.


ამ წლის დასაწყისი ბეზოსისთვის წარმატებული აღმოჩნდა. იანვარში მან სულ 17,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ბოლო თვეების განმავლობაში Amazon-ის აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა


იანვრის დასაწყისში ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner