logo_geo
eng_logo
ჩერნობილი - ადამიანის არყოფნაში ცხოველებმა გაიხარეს
- +

27 აპრილი. 2016. 17:05



მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებისგან დაცლილია. სამაგიეროდ, იქ მრავლად შეხვდებით ცხოველებს: ირმებს, მგლებს, მელიებს, ცხენ-ირმებს. ფაუნის ეს მრავალფეროვნება ცხადყოფს, რომ მავნე რადიაციამ ცხოველებს ხელი ვერ შეუშალა გამრავლებაში, ხოლო ადამიანის არყოფნაში მათ საშუალება მიეცათ, ჩვეული ბუნებრივი პირობები აღედგინათ.



1. თეთრკუდიანი არწივი მგლის ლეშთან ბელარუსის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. სოფელი ჩერნობილის ატომური რეაქტორის გარშემო შექმნილ 30-კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მდებარეობს.




 2. მგლები ბელარუსის სოფელ ორევიჩიში. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს ტერიტორია სამუდამოდ დატოვა 100 ათასამდე ადამიანმა, რის შედეგადაც შეიქმნა სიდიდით დაახლოებით ლუქსემბურგისხელა მიტოვებული ზონა.




3. კიდევ ერთი ორევიჩელი მგელი (ბელარუსი).




4. ცხენ-ირემი ბელარუსის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. ადრეულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რადიაციამ შეამცირა ცხოველთა გამრავლების ტემპი, მაგრამ ახლა ასეთივე გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძუძუმწოვრების გამრავლების მაჩვენებელი ისევ იზრდება.




5. ბუ ტოვებს სახლის საკვამურს ბელარუსის სოფელ კაჟუშკიში. ეს მიტოვებული ზონაა უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან.




6. მელა თოვლში. ბაბჩინი, ბელარუსი.




7. ცხენ-ირემი სოფლის მახლობლად. ბაბჩინი, ბელარუსი.


 

 

8. თეთრკუდიანი არწივი მიტოვებული სკოლის სახურავზე. ტულგოვიჩი, ბელარუსი.



 

9. დომბების ჯოგი. დრონკი, ბელარუსი.



 

10. დომბები. დრონკი, ბელარუსი.



 

11. კაჭკაჭი. ბაბჩინი, ბელარუსი.



 

12. ოქროსფერი არწივი უახლოვდება ცხენ-ირმის ლეშს ბელარუსის სოფელ ბაბჩინთან.


 

 

13. წავი მიტოვებულ სოფელ პოგონოესთან (ბელარუსი).



 

14. კოდალა ბაბჩინის მახლობლად, ბელარუსი. 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ ჩერნობილის მაგალითი „ასახავს ველური ბუნების გამძლეობას, როცა ის ადამიანისგან ზეწოლისგან თავისუფლდება".




 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×