logo_geo
eng_logo
სენი, რომლითაც 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დაავადდება
- +

28 აპრილი. 2016. 16:51


ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რომელსაც ჟურნალი „Opthalmology" აქვეყნებს, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 4,8 მილიარდი ადამიანი 2050 წლისთვის ახლომხედველობით, ანუ მიოფობიით დაავადდება. ამ დაავადების დროს ადამიანები შორს არსებულ საგნებს ბუნდოვნად ხედავენ, ახლომდებარეს კი წმინდად.


აღნიშნული ტენდენცია 2000 წლიდან გასამმაგდა. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ყოველი 10 ადამიანიდან ერთი დაბრმავდეს.


კვლევების მიხედვით, მსოფლიოს დიდ ნაწილში, ახლომხედველობაში დამნაშავე კომპიუტერთან ჯდომა და სმარტფონის ეკრანის დიდხანს ყურებაა.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა კოვინ ნაიდუმ „Huffington Post Australia"-ს ინტერვიუში განუცხადა, შედეგები საგანგაშოა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.

„საქმე გვაქვს გლობალური ჯანმრთელობის ნამდვილ კრიზისთან. ამ შემთხვევაში უპირატესობა გაქვთ, თუ აფრიკაში ან ავსტრალიაში ცხოვრობთ", - აცხადებს ნაიდუ.


კვლევაში, რომელსაც სიდნეის „Brien Holden Vision Institute"-ის ხელმძღვანელი ბრაინ ჰოლდენი უძღვებოდა, მონაცემები აღებულია 145 სხვადასხვა კვლევიდან, რომლებშიც სულ 2,1 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის, 4,8 მილიარდი ადამიანი (დედამიწის მოსახლეობის 49,8%) ახლომხედველობით, ანუ მიოფიით იქნება დაავადებული. 2000 წელს ეს რიცხვი 1,4 მილიარდ ადამიანს (მოსახლოების 23%) შეადგენდა.


„ახლომხედველობის მოსალოდნელი ზრდა დიდწილად მართული იქნება გარემო ფაქტორებით, ძირითადად ცხოვრების წესის შეცვლით, როცა ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ და მეტ დროს უთმობენ სამუშაოს", - წერენ კვლევის ავტორები.


რაც შეეხება გამოსავალს, ნაიდუს თქმით, დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალია დღეში ორი ან მეტი საათის გატარება სახლის გარეთ, ჰაერზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×