logo_geo
eng_logo
ედიტ პიაფი: არა, არაფერს ვნანობ!
- +

29 აპრილი. 2016. 13:37


მისი ცხოვრება სავსე იყო ტკივილით, მაგრამ საშველს ედიტი ყოველთვის სიმღერაში პოულობდა. მრავალი ფაქტი მისი ცხოვრებიდან ბურუსით არის მოცული.


 1915 წლის სუსხიან დეკემბერის ღამეს პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა. ედიტის დედა უიღბლო მსახიობი იყო, რომელიც სცენაზე ლინა მარსის ფსევდონიმით გამოდიოდა. მამა, ლუი გასინო კი - ქუჩის აკრობატი. როცა ედიტმა სკოლაში სწავლა დაიწყო, თანაკლასელების მშობლები აღშფოთებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგონა საროსკიპოში ცხოვრობდა და მალე მისი სწავლა დასრულდა. მამამ ის პარიზში წაიყვანა, სადაც ერთად დაიწყეს მუშაობა - ლუი ქუჩაში სხვადასხვა სირთულის აკრობატულ ნახტომებს ასრულებდა, ედიტი კი მღეროდა.


1935 წელს ედიტი ქუჩაში ლუი ლეპლემ შეამჩნია. ლეპლე პრესტიჟული კაბარე „ჟერნისის" მეპატრონე იყო. მან ედიტს თავისი პროგრამით გამოსვლა შესთავაზა, ლუი ლეპლემ ბევრი რამ ასწავლა ახალგაზრდა ედიტს: სიმღერის ამორჩევა, არტისტის ჩაცმის თავისებურება, მიმიკის და ჟესტების მნიშვნელობა. ლეპლემ მისცა ედიტს სცენური გვარი - პიაფი.


1936 წლის 17 თებერვალს ედიტ პიაფმა „მედრანოს" ცირკში გამართულ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ის დიდ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა. ედიტის აღმასვლასთან ერთად  მის ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია მოხდა. თავში ნასროლი ტყვიისგან ლუი ლეპლე დაიღუპა, ედიტი ეჭვმიტანილთა სიაში აღმოჩნდა.


მიუხედავად მსმენელის სიყვარულისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მარტოობისკენ მიისწრაფოდა. 1947 წელს ის ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც გაიცნო ცნობილი მოკრივე მარსელ სერდანი. პრესა აჭრელებული იყო მათი ფოტოებით და ხშირად გამოგონილი ამბებით. ედიტი მიყოლებით ორ ავიაკატასტროფაში მოყვა. მოტეხილი ხელის და ნეკნების ტკივილის შესამსუბუქებლად ექიმები მორფის ნემსებს უკეთებდნენ. ედიტი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული გახდა.


1954 წელს ედიტ პიაფმა ჟან მარესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ისტორიულ ფილმში „მე თუ მომითხრობენ ვერსალის შესახებ".


1958 წელს ედიტმა დაიწყო „ოლიმპიის" საკონცერტო დარბაზში გამოსვლა, წარმატება ფანტასტიკური იყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ მან თერთმეტთვიანი ტურნე მოაწყო აშშ-ში, შემდგომ კი საფრანგეთში ჩაატარა გამოსვლების სერია. ედიტი  ეიფელის კოშკიდან მღეროდა სიმღერებს „არა, არაფერს ვნანობ", „ბრბო", „შენ არ გესმის", „სიყვარულის უფლება". მას მთელი პარიზი უსმენდა.


ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვებმა მისი ჯანმრთელობა შარყია, 1961 წელს 46 წლის ასაკში ედიტმა შეიტყო, რომ უკურნებელი სენით იყო ავად - ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. მისი ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა. ედიტს დარბაზმა ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×