logo_geo
eng_logo
სიკვდილი, გარდაუვალი მოვლენა, ჩვენს ცხოვრებაში თუ ილუზია, რომელსაც ჩვენივე ქვეცნობიერი ქმნის
- +

29 აპრილი. 2016. 15:35


რობერტო ლანცი არის წამყვანი სპეციალისტი ბიოცენტრიზმის სფეროში, Advanced Cell Technology-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი. ახლა ის 58 წლისაა და  ცნობილია ღეროვანი უჯრედების კვლევებითა და კლონირებით. მისი ვარაუდით, სიკვდილი არ არის ადამიანის ორგანიზმის დამამთავრებელი ეტაპი.

 

რობერტო ლანცი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს სიკვდილის სჯერათ, იმიტომ, რომ ასე ასწავლიან ან  ქვეცნობიერისთვის სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაც ხდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, სიკვდილი საერთოდაც არ არსებობდეს.

 

სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი ქმნის. ადამიანი სიკვდილის შემდეგ პარალელურ სამყაროში ხვდება",  - ამბობს რობერტო ლანცი.

 

მისივე  თქმით, ადამიანის ცხოვრება მრავალწლიან მცენარეს ჰგავს, რომელიც კვლავ და კვლავ ბრუნდება, რათა ამ სამყაროში ისევ აღმოცენდეს. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ჩვენი გონების წყალობით არსებობს - მიიჩნევს მეცნიერი.

 

ბიოცენტრიზმის მომხრეები აცხადებენ, რომ კავშირი ექსპერიმენტს და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ცდება ჩვენ კლასიკურ წარმოდგენებს დროსა და სივრცეზე. ალბერტ აინშტეინი წერდა - „უკვდავება არ ნიშნავს უვადო არსებობას დროში, უფრო ნიშნავს არსებობას დროის გარეშე".

 

ფიზიკაში დიდი ხანია არის თეორია, რომლის  თანახმადაც არსებობს  უამრავი სამყარო, სხვადასხვა ხალხითა და გარემოებებით რობერტო ლანცის მოსაზრებებისა და კვლევების  მიხედვით, გამოდის, რომ ფიზიკური ცხოვრება არის არა შემთხვევითი, არამედ წინასწარ განსაზღვრული და სიკვდილის შემდეგაც ცნობიერება ყოველთვის იქნება აწმყოში, უსასრულო წარსულს და გაურკვეველ მომავალს შორის დაბალანსებული და წარმოადგენს დროის კიდეზე რეალობებს შორის გადაადგილებას, ახალი თავგადასავლებითა და ძველ მეგობრებთან შეხვედრით.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×