logo_geo
eng_logo
უდაბნოში შექმნილი ოაზისი
- +

30 აპრილი. 2016. 12:11


დუბაი უკვე დიდი ხანია გადაიქცა ადგილად, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. ამ ქალაქში არის არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, არამედ უამრავი გამაოგნებელი ღირსშესანიშნაობა, რომელთაგანაც ნებისმიერს შეეძლო მსოფლიოს ახალი საოცრების წოდებაზე გამოეცხადებინა პრეტენზია.


დუბაი ცნობილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობებით, საუკეთესო სასტუმროებით,  ხელოვნური კუნძულებითა და ბაღებით. მათ შორის ერთ-ერთია დუბაის საოცრებათა ბაღი, რომელიც 6500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მისთვის სპეციალურად შეიქმნა ირიგაციის სისტემა, დუბაის კლიმატის პირობებში ასეთი გამაოგნებელი ყვავილოვანი ოაზისის შექმნა შესაძლებელი გახდა წვეთოვანი ირიგაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც წყლის უდანაკარგოდ - ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას იძლევა. ბაღში   45 მილიონზე მეტი ყვავილი იზრდება. პარკში სამმეტრიანი ყვავილების კედელია აშენებული. ზუსტად ამიტომ იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული. უდაბნოში გაშენებული დუბაისთვის, სადაც მუდამ მაღალი ტემპერატურაა, ყვავილების ექსპოზიციებს ყოველ კვარტალში ცვლიან. ყვავილების ოაზისით ტკბობა დუბაიში ჩასულ ნებისმიერ ტურისტს შეუძლია.


Dubai Miracle Garden მსოფლიოს უდიდეს ბაღად მიიჩნევა და სტუმრებს  ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე აძლევს საშუალებას, დაათვალიერონ ეს  საოცარი ადგილი. გამოსასვლელ დღეებში კი დამსვენებლებს საოცარი ყვავილოვანი სამყაროთი ტკბობა შუაღამემდე შეუძლიათ. ადგილობრივებმა მას სასწაულების ბაღიც შეარქვეს.


აღსანიშნავია, რომ ეს საოცრება ადამიანის ხელით არის შექმნილი.


ასევე, დუბაის ხელისუფლების ინიციატივით, რამდენიმე წელიწადში უდაბნოში საოცარი პარკი აშენდა. ამ ყოველივეს შემდეგ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მორიგ სასწაულს. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×