logo_geo
eng_logo
Phree - კალამი, რომელიც ყველგან და ყველაფერზე წერს
- +

30 აპრილი. 2016. 14:17

21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. მეცნიერები გვთავაზობენ ახალ გამოგონებებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

 

2015 წელს, ისრაელის კომპანია OTM Technologies გამოუშვა უნივერსალური კალამი, სახელად Phree, რომელიც ყველგან და ყველაფერზე წერს. მისი ანალოგი ჯერ არ არსებობს.

 

როგორც ცნობილია, ეს არის მსოფლიოში პირველი, მაღალი რეზოლუციის მქონე კალამი. იდეის ავტორების თქმით, მისი საშუალებით შესაძლებელია წერა, ხატვა და ჩანიშვნების გაკეთება ქაღალდის გამოუყენებლად, ნებისმიერი ზედაპირზე.

 

Phree მარტივად უკავშირდება ნებისმიერ ხელსაწყოს ბლუთუზის საშუალებით, იქნება ეს ტელეფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი, ტელევიზორი თუ რომელიმე სხვა თანამედროვე ტექნიკა. იგი თავსებადია ისეთ პროგრამებთან და აპლიკაციებთან, როგორებიცაა Office, Viber, Google Handwriting, OneNote, EverNote და სხვა მრავალი.

 

კალმის შემქმნელების თქმით Phree-ს დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია. მისი ინტეგრირებული ყურსასმენებისა და ეკრანის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებების მიღება, მათზე პასუხის მიწერა და ტელეფონზე ლაპარაკიც კი.

 

 

 

 

 

OTM Technologies-ს თქმით, კალამი იწონის 30 გრამს, მისი ელემენტი კვირაზე მეტ ხანს ძლებს, ხოლო დატენვას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×