logo_geo
eng_logo
რატომ ხდება ცნობილი ტილოების ირგვლივ აუხსნელი მოვლენები?
- +

3 მაისი. 2016. 15:47


 

ედვარდ მუნკი - ,,კივილი "

 

 

ამ ნახატის ირგვლივ  არაერთი მოსაზრება არსებობს. იგი 70 მლნ დოლარად არის შეფასებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა კოლექციონერის ოცნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნახატს საკმაოდ მისტიკური ისტორიები უკავშირდება. მაგ:

მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ნახატი  შემთხვევით გაუვარდა ხელიდან, დიდხანს ტანჯავდა  გამუდმებული თავის ტკივილები, ამ მდგომარეობამ ის მალევე თვითმკვლელობამდეც მიიყვანა. ასევე მუზეუმის ერთ-ერთი დამთვალიერებელი, რომელიც ნახატს ხელით შეეხო, ძალიან მალე ხანძრის შედეგად დაიღუპა.  არსებობს უამრავი ისტორია ადამიანებზე, რომლებიც თუკი რამენაირად შედიოდნენ ამ სურათთან კონტაქტში, ავადმყოფობდნენ, ვარდებოდნენ მძიმე დეპრესიაში ან მოულოდნელად  იღუპებოდნენ. ნახატის ამგვარ ზემოქმედებას თავად მხატვრის ცხოვრებას უკავშირებენ, რომელიც სავსე იყო დაუსრულებელი ტრაგედიებითა და შემაძრწუნებელი ისტორიებით. ედვარდ მუნკი ხუთი წლის იყო, როდესაც დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა, თოთხმეტი წლისას საყვარელი და მოულოდნელად დაეღუპა, ასევე მეორე და გამწვავებული შიზოფრენიით გარდაეცვალა . მხატვარს მთელი ცხოვრება ტანჯავდა დეპრესია და ძლიერი ნერვული სტრესი. იგი არასდროს ყოფლა დაქორწინებული, რადგან სექსი მას თავზარს სცემდა.

 



კიდევ ერთი მისტიკური ნახატის ავტორია ესპანელი მხატვარი ჯოვანი ბრაგოლინი, რომელსაც ეკუთვნის  ფერწერული ტილო „მტირალა ბიჭუნა".

მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და მენატურედ თავისი პატარა შვილი მიიყვანა., რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო, მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, თვალებთან ასანთს უნტებდა, სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ ხელოვნება მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და ის კვლავ აგრძელებდა მის დაცინვას. ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და იყვირა: „თავადაც დამწვარხარ". წყევლამ არ დააყოვნა - 2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მხატვარი  კი მალევე საკუთარ სახლში ამოიწვა. სურათი კი გადარჩა. ეს ამ სურათის მხოლოდ პრეისტორიაა...

თავისი ბოროტი რეპუტაცია ამ სურათმა, უფრო სწორად, რეპროდუქციამ 1985 წელს  ინგლისში შეიძინა. ეს კი უცნაური დამთხვევების წყალობით მოხდა - ჩრდილოეთ ინგლისში ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა საცხოვრებელი სახლების დაწვა, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფფასიანი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა, ამგვარი ცნობები კი სულ უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან, სადაც ეს სურათი იმყოფებოდა, ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ის ფაქტი, რომ ნახატის ირგვლივ უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა, რეპროდუქცია კი დაუზიანებელი რჩებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა. სხვათაშორის, ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება.

 

 

 

ასევე მისტიკურ და „დაწყევლილ" ნახატად ითვლება კალიფორნიელი მხატვარ-სიურრეალისტის ბილ სტოუნჰემის „Hands Resist Him" - „ხელები მას ეწინააღმდეგება".

 მხატვარმა ის 1972 წელს დახატა ძველი ფოტოდან, რომელზეც თვითონ თავის პატარა დასთან ერთად დგას მშობლიურ სახლთან: ნახატზე ბიჭუნა გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა, ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინნენ მინის კართან, რომელზეც შიგნიდან პატარა ბავშვების ხელებია მიჭერილი. ამ სურათთან უამრავი შემზარავი ისტორიაა დაკავშირებული. სურათი პირველად  „ლოს-ანჯელეს ტაიმსის" მფლობელმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა, რომელიც მალე დაიღუპა. შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ, რომელიც ასევე მალე გარდაიცვალა. დიდი ხნის მანძილზე სურათი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მერე შემთხვევით ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს. ოჯახმა, რომელმაც ის იპოვა, სახლში მიიტანა და ბავშვის ოთახში დაკიდა. პირველივე ღამეს 4 წლის ბავშვი ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა, რომ სურათზე ბავშვები ჩხუბობენ და მდებარეობას იცვლიან. ოთახში დააყენეს კამერა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა, იგი ღამე რამდენჯერმე ამოქმედდა. მალე სურათი აუქციონ EBAY-ზე გაიტანეს, მათ მისამართზე შეშფოთებული წერილების ზღვა დადგა, სადაც სურათის მნახველების მდგომარეობის გაუარესებაზე, გონების დაკარგვასა და გულის შეტევებზე საუბრობდნენ. EBAY-ზე იდო გაფრთხილება, მაგრამ ცნობისმოყვარეთ ეს არ აშინებდა. სურათი გაიყიდა 1025$-ად. იგი იყიდა კერძო სურათების გალერეის მეპატრონემ. ახლა მის მისამართზე მოდიოდა საჩივრები. მას 2 ამერიკელი ეგზორცისტიც დაუკავშირდა და თავისი დახმარება შესთავაზა. ხოლო ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ სურათიდან ბოროტება მოდიოდა. ზოგიერთი იხსენებდა ცნობილ მკვლელობას კალიფორნიის გორაკებზე. თითქოსდა ისინი ხედავდნენ მსუბუქ მაისურში გამოწყობილ ყმაწვილს, რომელსაც აჩრდილად დასდევდა პატრა გოგონა, თითქოსდა ბიჭი  მას იცავდა. მათ ტომი და ლაურა ერქვათ და საოცრად ჰგავდნენ სურათზე გამოხატულ ბავშვებს.


ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამთხვევა იყოს, თუმცა ერთხელ შემთხვევაა, ორჯერ დამთხვევა , ხოლო  სამჯერ - უკვე კანონზომიერება ...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×