logo_geo
eng_logo
რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად ძველ გირებს?
- +

24 თებერვალი. 2016. 11:13



ალბათ, ბევრს გსმენიათ, რომ საბჭოთა პერიოდში გამოშვებულ სავარჯიშო გირებს   საკმაოდ სარფიან ფასად იბარებენ.


ირკვევა, რომ ასეთივე მოთხოვნადია ძველი „გირები" აზერბაიჯანშიც, რის შესახებაც ადგილობრივი ვებგვერდები წერენ.

ძირითადი მოთხოვნა არის ე.წ. „Гиря неваляшка"-ზე. საქმე ის გახლავთ, რომ მაშინდელი „გირები" დამზადებულია ფოლადისაგან, რომლის შემადგენლობაშიც პოლადიუმის შენადნობის წილი დიდია. მაშინ ამ მეტალს ნაკლებად აფასებდნენ. დღეს კი ის საკმაოდ ძვირად ფასობს. ამიტომაც, ბაქოელებს აფრთხილებენ, ვინც აღნიშნული „გირების" დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობს, თავი არ მოატყუებინონ. ინტერნეტში წერენ, რომ ასეთი „გირის" ფასი სინამდვილეში 5-10 ათასი აშშ დოლარია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის შემადგენლობაში შედის ძალიან იშვიათი, ხელოვნურად სინთეზირებული ქიმიური ელემენტი, რომელიც ოქროს ანალოგია. მეტიც, ოქროზე ძვირად ფასობს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×