logo_geo
eng_logo
„აპოლონ 10“-ის ეკიპაჟს უცნაური მუსიკა ესმოდა – „NASA“ საიდუმლო დეტალებს ასაჯაროებს
- +

24 თებერვალი. 2016. 21:57



ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსური ხომალდის, „აპოლონ-10"-ის ეკიპაჟის მოლაპარაკების ჩანაწერები გაასაჯაროვა. ეს ეკიპაჟი 1969 წელს მთვარეზე გაფრინდა. მთვარის გარშემო ფრენის დროს ასტრონავტებს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში უცნაური მუსიკის ხმა ესმოდათ, რომელიც სტვენას ჰგავდა.


ეს ფაქტი ასტრონავტებმა განიხილეს და თავდაპირველად დედამიწას არ შეატყობინეს, ვინაიდან ისინი ფსიქიკურად დაავადებულებად შეიძლებოდა გამოეცხადებინათ და შემდეგ ექსპედიციებში აღარ გაეშვათ. თუმცა ასტრონავტებმა „კოსმოსური მუსიკა" მაინც ჩაიწერეს და ის „NASA -ს" წარუდგინეს.


სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რადიოტალღების ხმებია, რომლებიც „აპოლონის" და მთვარის მოდულის რადიოტალღების სიხშირეების გადაკვეთით იყო გამოწვეული.


რამდენიმე წლის შემდეგ „აპოლონ-11"-ის პილოტმა მაიკლ კოლინზმა ზუსტად ასეთივე ხმები გაიგო. მეცნიერებმა ეს ისევ ტალღების სიხშირეების გადაკვეთით ახსნეს. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ასტრონავტებმა დედამიწიდან გაშვებული რადიოსიგნალი გაიგონეს, ვინაიდან იმ დროს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი რადიოკლუბი არსებობდა და მათი გაკონტროლება შეუძლებელი იყო. ფანტასტიკის მოყვარულები კი „კოსმოსურ მუსიკას" მარსელების მიერ დედამიწის მოსახლეობასთან დაკავშირების მცდელობას უწოდებენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×