logo_geo
eng_logo
10 საახალწლო ნივთი, რომლის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ
- +

1 იანვარი. 2019. 20:15

 

ახალი წელი ახლოვდება და ჩვენი სადღესასწაულო განწყობაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. რაც უფრო მრავალფეროვანი, ლამაზი და ორიგინალურია ჩვენი სახლის საახალწლო დეკორაცია, მით უფრო პოზიტიურად ვიმუხტებიც ჩვენც. ეს მართლაც ასეა, თუმცა ხშირად ნაძვის ხის სათამაშოები, გირლანდები თუ სხვა ლამაზი აქსესუარები ძვირი ჯდება ხოლმე.

 

თუ ფულის დაზოგვა გინდათ, მაშინ ამ სტატიას ჩაუჯექით. აქსესუარების დამზადება საკუთარი ხელითაც მარტივად შეგიძლიათ და ამაში რომ დარწმუნდეთ, 10 საუკეთესო მაგალითსაც მოგიყვანთ.

 

აი, ისინიც:

 

 1ნაძვის ხის სათამაშო

 

 

 

გამოგადგებათ ნებისმიერი რამ, რაც ფერადია და თქვენს ნაძვს უფრო მრავალფეროვანსა და მხიარულს გახდის. შეგიძლიათ შეღებოთ გირჩები, გამოჭრათ მუყაოს ფიგურები ან უბრალოდ, ნაძვზე ბავშვობის დროინდელი პატარა სათამაშო ფიგურები ჩამოკიდოთ.

2. ხელოვნური თოვლი

 

 

ხელოვნური თოვლის გაკეთება ძალიან მარტივია. ამისთვის გჭირდებათ ბამბა, რომელსაც შეგიძლიათ ცოტა ბრჭყვიალა ფხვნილი მოაყაროთ. ხელოვნური თოვლი ნებისმიერ საახალწლო დეკორაციას დაამშვენებს.

3. საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი

 

 

არც საჩუქრის შესაფუთი ქაღალდების ყიდვაა საჭირო. თუ ოჯახის წევრების გახარება გინდათ, ამას ძველ ჟურნალ-გაზეთების, ან უბრალოდ, მოხატულ თაბახის ფურცელში გახვეული საჩუქრებითაც მარტივად შეძლებთ.

4. საახალწლო ბალიში

 

 

საახალწლო ბალიშის გასაკეთებლად, სასურველი ფერის ნაჭრები და ჭრა-კერვის ნიჭია საჭირო. დანარჩენი კი თქვენს კრეატიულობასა და ფანტაზიას მიანდეთ.

5. ქაღალდის ფიფქები

 

 

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც არ გამოუჭრია ქაღალდის ფიფქები საკუთარი ხელით. ჰოდა, დამდეგი ახალი წელი ბავშვობის მოგონებების გასაცოცხლებლად საუკეთესო პერიოდია.

თქვენივე ხელით გამოჭრილი ქაღალდის ფიფქები შეგიძლიათ ფანჯრის მინაზე მიაწებოთ, ან უბრალოდ ნაძვზე ჩამოკიდოთ.

6. ფერადი სანთელი

 

 

თუ პირველივე ჯერზე ასეთი ლამაზი სანთელი არ გამოგივათ, ნუ იდარდებთ, წინ უამრავი ახალი წელი გელოდებათ. ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ ქნათ, არის ის, რომ დაადნოთ სხვადასხვა ფერის სანთელი და შემდეგ სასურველ ფორმაში გააცივოთ.

7. მისალოცი ბარათი

 

 

თუ ძალიან დარდობთ, რომ ქსელები წელსაც გადაიტვირთება და საყვარელი ადამიანებისთვის ახალი წლის მილოცვას დროულად ვერ მოახერხებთ, საუკეთესო გამოსავალი ხელნაკეთი მისალოცი ბარათია.

გამოგადგებათ ყველანაირი ძველმანი - სხვადასხვა ფერის ქაღალდი, ღილები, თუ მივიწყებული ძაფები. ასეთი ბარათების დამზადება შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ და თქვენს ახლობლებს საუკეთესო სურვილები დროულად უსურვოთ.

8. ქაღალდის გირლანდები

 

 

ქაღალდის გირლანდების გაკეთებაც ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ ფერადი ქაღალდი და ძაფი გჭირდებათ, რომელზეც სხვადასხვა ფორმის თქვენივე ხელით გამოჭრილ ფიგურებს დაუმაგრებთ და კედელზე დაკიდებთ.

9. ნაძვის ხე

 

 

თუ ნაძვის ხის ყიდვას ვერ ახერხებთ, ან სახლში ფიზიკურად ადგილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, რადგან ნაძვის ხის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ, რომელიც შედარებით პატარა და რაც მთავარია პრაქტიკული იქნება.

ყველაზე გავრცელებული კი ქაღალდით, ან კედელზე საახალწლო ნათურებით გაკეთებული ნაძვის ხეა, რომელიც თავისი სილამაზით აუცილებლად მიიქცევს ნებისმიერი სანტას ყურადღებას.

10. ხელნაკეთი საჩუქარი

 

ტყუილად გგონიათ, რომ ძვირადღირებული სათამაშოების გარდა სხვა გამოსავალი არ გაქვთ. მეტიც, საკუთარი ხელით საკმაოდ საინტერესო და საყვარელი ფუმფულა სათამაშოების შეკერვა შეგიძლიათ, რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი და საყვარელი საჩუქარი იქნება.

 
 
წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×