logo_geo
eng_logo
მექსიკელი არქეოლოგების აღმოჩენა, რომელიც, შესაძლოა უძველესი იყოს
- +

3 იანვარი. 2019. 22:25

 

 

მექსიკელმა არქეოლოგებმა 900-1150 წლების ღვთაების ნიშნებს მიაგნეს.

 

მათი განცხადებით, ღვთაების ნიშნებს, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, შტატ პუებლაში ხიპე ტოტეკის ტაძრის გახსნისას მიაგნეს.

 

ისტორიულად, მთელ რეგიონში, ქურუმები პატივისცემის ნიშნად ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ და ადამიანების კანს იცვამდნენ. 

 

მეცნიერების თქმით, ხიპე ტოტეკის პატივსაცემად აღმოჩენილი ნივთები, შესაძლოა მანამდე აღმოჩენილებს შორის ყველაზე ძველი იყოს. 

ხიპე ტოტეკი აცტეკებამდე პერიოდის ისტორიებში გვხვდება და მას, როგორც წესი, სანდლებითა და ადამიანის კანში გადაცმულს გამოსახავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×