logo_geo
eng_logo
„ვენერას ფიგურები“ მატრიარქალური პერიოდიდან
- +

4 იანვარი. 2019. 03:09

 

 

ადამიანის ფორმის უძველესი სკულპტურა 40 000 - 35 000 წლისაა და გაკეთებულია დაახლოებით ძვ.წ. 380-ე საუკუნეში. ეს არის ე.წ. "ვენერას ქანდაკება" გერმანიიდან, ჰოჰლე ფელსის მღვიმიდან და მამონტის ძვლისგანაა გამოთლილი. ასეთი ფიგურები მთელი ევროპის კონტინენტზეა აღმოჩენილი, რომელიც შექმნილია მატრიარქალურ პერიოდში. ძვ.წ. 380-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-100 საუკუნემდე მთელ კონტინენტზე აკეთებდნენ ამგვარ, ქალ-ღვთაებათა ფიგურებს და ჰქონდათ ქალების კულტი, როგორც ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოსი. უკვე აღმოჩენილია 200-ზე მეტი ასეთი ფიგურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.


აქაა წარმოდგენილი რამდენიმე "ვენერას ფიგურა" მინიმალური ასაკით. აქ ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ ვითარდებოდა სილამაზის აღქმა და იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში:

 

 

1) ჰოჰლე ფელსის ვენერა - ძვ.წ. 350-ე საუკუნე. გერმანია.

2) გალგენბერგის ვენერა - ძვ.წ. მე-300 საუკუნე. ავსტრია.

3) დოლნი ვესტონიცეს ვენერა - ძვ.წ. 280-ე საუკუნე. ჩეხეთი.

4) ლესპუგეს ვენერა - ძვ.წ. 260-ე საუკუნე. საფრანგეთი.

5) ვილენდორფის ვენერა - ძვ.წ. 240-ე საუკუნე. ავსტრია.

6) მორავანის ვენერა - ძვ.წ. 230-ე საუკუნე. სლოვაკეთი.

7) ბრასემპუის ვენერა - ძვ.წ. 220-ე საუკუნე. საფრანგეთი.

8) იულიევიჩის ვენერა - ძვ.წ. 160-ე საუკუნე. რუსეთი.

9) მონრუზის ვენერა - ძვ.წ. 110-ე საუკუნე. შვეიცარია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×