logo_geo
eng_logo
მკითხაობა რუნებით: აირჩიეთ ერთი რუნი ინტუიციური წინასწარმეტყველების მისაღებად
- +

14 იანვარი. 2019. 02:17

 

 

რუნი უძველესი დამწერლობაა, რომელიც კელტების, სკანდინავიელების და გერმანელების მიერ არის შექმნილი. სიტყვა „რუნი“ ითარგმნება, როგორც „წმინდა საიდუმლო“, რადგან ითვლებოდა რომ თითოეულ ასოს ენერგეტიკული გზავნილი და ინტუიციური წინასწარმეტყველება ჰქონდა.

სულ 24 რუნი არსებობს, რომლებიც ვარსკვლავებთან და ბუნებრივ ციკლთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ სიმბოლიზმს ფლობდნენ. ტრადიციის მიხედვით, რუნებს ხეებზე, ქვებსა და ძვლებზე გამოსახავდნენ და წმინდა ყუთში ინახავდნენ. განმარტებისთვის ადამიანს ერთი რუნი უნდა აერჩია, რომელიც ინტუიციურ გზავნილს ფლობდა.

როგორს ტაროს კარტების შემთხვევაში, აქაც რუნების სხვადასხვა ფსონები არსებობს, რომლებსაც ყველაზე სანუკვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებენ.

 

მკითხაობა რუნებით

1.დაფიქრდით კითხვაზე ან გადაუჭრელ პრობლემაზე. კითხვა მკაფიოდ დასვით.

2.როგორც კი კითხვაში გაერკვიეთ, რუნების გამოსახულებას შეხედეთ და ერთ-ერთი მათგანი აირჩიეთ, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო.

3.ქვემოთ არჩეული რუნის მნიშვნელობა წაიკითხეთ.

 

 

რუნები და მათი მნიშვნელობა

1.ფეჰუ ან ფეუ

ეს რუნი სიმდიდრის და საკუთარ ფინანსურ მოთხოვნილებასა და ვალდებულებაზე დაფიქრების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში თქვენ ფულადი დანამატი გელოდებათ და წარსულში გაწეული შრომის გამო დაჯილდოებული იქნებით. ასევე ეს საკუთარი საქმის ან ახალი სამსახურის დასაწყებად კარგი ნიშანია.

 

2.ურუზი

ეს რუნი ძალის ასახვას წარმოადგენს და იმაზე საუბრობს, რომ თქვენ ფეხზე უნდა წამოდგეთ და საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოთ. რუნი ნაყოფიერების და შემოქმედებითი და სექსუალური ენერგიის ზრდის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს კარგი ნიშანია, თუ შემოქმედებითი პროექტის, ურთიერთობის დაწყებას და ოჯახის შექმნას აპირებთ.

 

3.თურისაზი

რუნი ბრძოლას და სირთულეს ნიშნავს. დრო მოვიდა, საკუთარ თავს მოუსმინოთ და მტკივნეული საკითხები გადაჭრათ, რომლებიც ახლა წარმოიქმნება. ასევე რუნი მიგანიშნებთ, რომ თქვენ განმარტოება და საკუთარი გრძნობების გააზრება გჭირდებათ.

 

4.ანსუზი

რუნი „ღვთაებრივი სუნთქვის“ სიმბოლოს წარმოადგენს და იმაზე საუბრობს, რომ თქვენ ძლიერი შინაგანი ინტუიცია გაქვთ. ის მიგანიშნებთ, რომ თქვენ განკურნების უნარი გაქვთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სულიერი გაღვიძება გელოდებათ და თქვენი ნათელმხილველური ძალის მიღება უნდა ისწავლოთ.

 

5.რაიდო

ეს რუნი ციკლის ან მოგზაურობის სიმბოლოს წარმოადგენს. შესაძლოა, ახლა მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებით ან სხვაგან გადასვლისთვის ემზადებით. ეს მოგზაურობა თქვენთვის ბევრს ნიშნავს. რუნი იმის ნიშანია, რომ მოგზაურობის დროს თქვენ დაცული ხართ.

 

6.ქენაზი

რუნი შემოქმედებას, შთაგონებას და სიბრძნეს წარმოადგენს. თქვენ პრობლემის გადასაჭრელად ან სიტუაციის მოსაგვარებლად ყველა საჭირო უნარი გაგაჩნიათ. შიში და შფოთვა მოიშორეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ დიდი შინაგანი ძალა გაქვთ. რუნი ასევე მიგანიშნებთ, რომ თქვენ წარსულის გაშვება და ძველი ჩვევების დავიწყება გჭირდებათ, რომ ნათლად დაინახოთ ის, რაც ახლა ხდება.

 

 

7.გებო

რუნის სიმბოლოა საჩუქარი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენ დიდი წარმატება გელით. ეს პოზიტიური ნიშანია სიყვარულსა და ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს რუნი სამყაროს გულუხვობაზე საუბრობს - სანაცვლოდ რაიმეს გაცემა არ დაგავიწყდეთ.

 

8.ვუნიო

რუნი სიხარულის და მიზნების მიღწევის სიმბოლოს წარმოადგენს. თქვენ ბეჯითად შრომობდით და ახლა შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდით. დრო მოვიდა, ცხოვრებით დატკბეთ და დაისვენოთ. რუნი მიზნების მიღწევას გიწინასწარმეტყველებთ.

 

9.ჰაგალაზი

რუნი ქარიშხალს წარმოადგენს და მიუთითებს იმაზე, რომ მალე ცვლილებები გელოდებათ. ახლა უკვე აღარ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც მიჩვეული ხართ. უნდა შეცვალოთ რაღაც, რაც თქვენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და სულიერი სიმშვიდისთვის არის აუცილებელი. დესტრუქციულ ჩვევებს თავი უნდა დაანებოთ და საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ.

 

10.ნაუდიზი

ეს რუნი არაკეთილმოსურნე სურვილს ნიშნავს. შესაძლოა, თქვენ გაქვთ ოცნება და სურვილი, რომელიც შიშის და ეჭვის გამო დამარხეთ. დრო მოვიდა თავდაჯერებულობა დაიბრუნოთ და შექმნათ ის ცხოვრება, რომელიც თქვენ მოგწონთ. ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ რთული პერიოდი სრულდება და ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

 

11.ისა

რუნი „ყინულს“ ნიშნავს და საუბრობს იმაზე, რომ დრო მოვიდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. სიტუაცია თქვენთვის „გაიყინა“, იყავით მომთმენი და ეს ენერგია გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველის გააზრება მოახდინოთ. ენერგიული ბლოკები ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში გატარებული დროით უნდა გადალახოთ.

 

12.იერა

რუნი ციკლის სიმბოლოს წარმოადგენს და საუბრობს იმაზე, რომ მალე ახალი ციკლი დაიწყება. ახლა თავს ბევრად უფრო ენერგიულად და პროდუქტიულად იგრძნობთ, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყოთ. დრო მოვიდა ძველი წესები მოიშოროთ, რომ ადგილი ახალს დაუთმობთ. ზრდის და ნაყოფიერების კარგი პერიოდია.

 

 

13.ივა

ეს რუნი საუბრობს იმის აუცილებლობაზე, რომ თქვენ შიშს სახეში უნდა ჩახედოთ და გააცნობიეროთ, რომ შიშებს ცხოვრების ან სიტუაციის მართვის უფლებას აძლევთ. რუნი საბედისწერო ტრანსფორმაციას გიწინასწარმეტყველებთ, რომელიც თქვენი ჭეშმარიტი დანიშნულების გარკვევაში დაგეხმარებათ.

 

14.პერთი

რუნი ჯადოსნობის სიმბოლოს წარმოადგენს და საუბრობს იმაზე, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და მაგიური შესაძლებლობები გაქვთ. შეგიძლიათ ენერგია წარმართოთ იქით, საითაც გსურთ. მიეცით სამყაროს ნიშანი, რაც თქვენ გსურთ და თქვენ შეიძლება დაგეხმარონ. ეს თქვენი ექსტრასენსული შესაძლებლობის განვითარების კარგი ნიშანია.

 

15.ალგიზი

რუნი დაცვას ნიშნავს და საუბრობს იმაზე, რომ ახლა ღვთაებრივი მფარველობის ქვეშ იმყოფებით. მხარდაჭერა თქვენს გვერდითაა, დახმარების თხოვნისთვის მზად უნდა იყოთ. ასევე ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ.

 

16.სოვილო

რუნი ითარგმნება როგორც „მზე“ და ძალიან კარგ შედეგს ნიშნავს. თქვენი ენერგია და ძალა გაიზრდება და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდება. ეს ხელსაყრელი ნიშანია, თუ საქმე ჯანმრთელობას და კარიერას ეხება. პოზიტივის ტალღები თქვენკენ არის მიმართული და ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

 

17.ტივაზი

რუნი ვალდებულების და დისციპლინის სიმბოლოს წარმოადგენს. დრო მოვიდა დეტალებზე იზრუნოთ და ნივთებს უფრო დეტალურად დაუკვირდეთ, სანამ მოქმედებას გადაწყვეტთ. გადაწყვეტილების გადაჭრა არ იჩქაროთ. ასევე თქვენ დასვენება და ძველი ჭრილობის შეხორცება გჭირდებათ.

 

18.ბერკანა

რუნი განკურნებას ნიშნავს და მიგანიშნებთ, რომ ახალი დასაწყისის დროა. წარსული წარსულში უნდა დარჩეს, ახლა წინ უნდა იყუროთ და თქვენი ძალების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. გზაზე ახალი დასაწყისი გელოდებათ, თქვენ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ.

 

 

19.ევაზი

რუნი მოძრაობის მანიშნებელია და ახლა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგათ. შესაძლოა, ახლა ბევრი ფიქრი უნდა შეწყვიტოთ და მეტად უნდა იმოქმედოთ. ასევე საუბრობს იმაზე, რომ ამ დროს ნათქვამი თქვენ სასარგებლოდ წარიმართება.

 

20.მანაზი

რუნი ითარგმნება როგორც „ადამიანი“ და მიგვითითებს იმ კითხვებზე, რომლებიც მეგობრებს, ოჯახსა და თქვენს გარშემომყოფებს ეხება. შესაძლოა, ბევრ ადამიანთან თქვენი ურთიერთობის გადახედვა უნდა მოგიწიოთ. ასევე ეს კარგი ნიშანია, რომელიც ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

 

21.ლაგუზი

რუნი ემოციების და ქვეცნობიერთან კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს. ფარული აზრები და გრძნობა ზედაპირზე ამოვა და ჭეშმარიტებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. საკუთარ ინტუიციას ენდეთ და გამოიყენეთ, როგორც მინიშნება. თქვენ რაღაცის დათმობა მოგიწევთ, რომ რთულ ემოციებს გაუმკლავდეთ.

 

22.ინგვაზი

ეს რუნი სამუშაოს და პროდუქტიულობას წარმოადგენს. ეს დადებითი ნიშანია ყველაფრისთვის, რაც კარიერას ეხება. ახლა იდეალური დროა იმისთვის, რომ კარიერულ კიბეზე სვლა დაიწყოთ და მაღალი მიზნები დაისახოთ. ასევე მოსალოდნელია დაწინაურება და წარმატების მიღწევა.

 

23.დაგაზი

რუნი ითარგმნება, როგორც „დღე“ და გპირდებათ ბედნიერებას, აქტიურობასა და კმაყოფილებას. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დალაგდება და ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ შესამჩნევი გახდეთ და ლიდერის როლი დაიკავოთ. თქვენ მაგნიტური ენერგია გაქვთ, ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. ასევე თქვენს კითხვაზე დადებით პასუხს წარმოადგენს.

 

24.ოთალა

რუნი ოჯახური კავშირების გაძლიერებას ნიშნავს. სავარაუდოდ, თქვენი ოჯახი ძალიან მალე ქორწინებით ან ბავშვის დაბადებით გაფართოვდეს. შეიძლება მემკვიდრეობა და ქონება მიიღოთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×