logo_geo
eng_logo
კუნძული, რომელზეც არავის უშვებენ
- +

5 იანვარი. 2019. 03:55

 

ისლანდიაში არის უნიკალური პატარა კუნძული სახელად სურტსეი (Surtsey). იგი 1963 წლის 14 ნოემბერს წარმოიშვა წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

 

თავიდან კუნძულის ფართობი 2, 7 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ ეროზიის და ტალღების ზემოქმედების შედეგად 1.5 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

სურტსეი უნიკალური კუნძულია, იგი ერთადერთია, სადაც მეცნიერები პირველივე დღეებიდან დაკვირვებას აწარმოებენ. კუნძული თავიდან მთლიანად ვულკანური წარმოშობის პემზის ქვებისგან შედგებოდა და მეცნიერებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, დაკვირვებოდნენ, თუ როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე.

 

მათი თქმით, პირველი მიკროორგანიზმები აქ რამდენიმე საათის გასვლისთანავე გაჩნდნენ. თანდათან კუნძულზე წამოიზარდა მცენარეები, გამოჩნდნენ მწერები და ფრინველები.

 

ექსპერიმენტის ჩატარებისთვის კუნძულზე პირველივე დღეებიდან აიკრძალა უცხო პირთა შესვლა, რათა არ დაირღვეს კუნძულის ბუნებრივი განვითარება–ევოლუცია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×