logo_geo
eng_logo
ერთი დაკარგული ქართული მონასტრის საიდუმლო
- +

25 იანვარი. 2019. 02:06

 

იერუსალიმში წმინდა იაკობის სახელზე აგებული რამდენიმე მონასტერია ცნობილი. წმინდა წერილის მიხედვით, იესო ქრისტეს გარემოცვიდან ეს სახელი სხვადასხვა პირს ერქვა და მოგვიანებით, არცთუ იშვიათად, ისინი ერთმანეთში ერეოდათ კიდეც.

 

ტრა­დი­ცი­უ­ლად, იერუ­სა­ლი­მის პირ­ველ ეპის­კო­პო­სად მიჩ­ნე­ულ "უფ­ლის ძმად" და "მარ­თ­ლად" წო­დე­ბულ იაკობს (+62 წ.) შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ზოგ­ჯერ აიგი­ვებ­დ­ნენ თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა­გან იაკობ ალ­ფე­სის ძეს­თან, "უმ­ც­რო­სად" წო­დე­ბულ­თან, რო­მე­ლიც მა­თე მა­ხა­რებ­ლის ხორ­ცი­ე­ლი ძმა იყო. თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბიბ­ლე­ის­ტი­კა­ში დად­გე­ნი­ლია, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა პი­რე­ბი იყ­ვ­ნენ.

სა­მოც­და­ათ მო­ცი­ქულ­თა­გა­ნი იაკობ "უფ­ლის ძმის" (ი­მა­ვე იერუ­სა­ლი­მის პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სის) სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია აღ­დ­გო­მის (უფ­ლის წმინ­და საფ­ლა­ვის) ტაძ­რის კომ­პ­ლექ­ს­შია ჩარ­თუ­ლი და სხვა სამ­ლოც­ვე­ლო­ებ­თან ერ­თად, ამ ტაძ­რის მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­თან მდე­ბა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ქრის­ტეს ასე­ვე თორ­მე­ტი მო­ცი­ქულ­თა­გა­ნის - იაკობ ზე­ბე­დეს ძის, იმა­ვე იაკობ უფ­რო­სის (+44 წ.) მო­ნას­ტერს, 

იგი სი­ო­ნის მთა­ზე დგას და იერუ­სა­ლი­მის სომ­ხუ­რი სა­პატ­რი­არ­ქოს დი­დი კომ­პ­ლექ­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

V სა­უ­კუ­ნე­ში იერუ­სა­ლიმ­ში და­ვი­თის კოშ­კ­თან აიგო მო­ნას­ტე­რი დიდ­მო­წა­მე იაკობ სპარ­სის ("დაჭ­რი­ლის", +421 წ.) სა­ხე­ლო­ბა­ზე (ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რის ვა­რა­უ­დით, მი­სი აგე­ბა პეტ­რე იბე­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა). მარ­თა­ლია, შე­ნო­ბა დღე­საც დგას, მაგ­რამ ის ამ­ჟა­მად მუს­ლიმ­თა სა­კუთ­რე­ბა­შია და ალ-იაყუ­ბის მე­ჩე­თად იწო­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ცი­ქულ იაკობ ალ­ფე­სის ძეს, მის სა­ხელ­ზე აგე­ბუ­ლი ერ­თი მო­ნას­ტე­რი ძვე­ლად იოსა­ფა­ტის ხევ­ში მდგა­რა, მე­ო­რე კი ე.წ. ტაძ­რის მთა­ზე, ხა­რამ ეშ-შე­რი­ფის ("წმინ­და ეზო") ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 

წარ­სულ­ში ბერ­ძ­ნებს, სომ­ხებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს არა­ერ­თხელ ჰქო­ნი­ათ და­ვა წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტ­რის კუთ­ვ­ნი­ლე­ბის სა­კითხ­ზე. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში ხში­რად არის ერ­თ­მა­ნეთ­ში არე­უ­ლი წმინ­და იაკობ ალ­ფე­სის ძის, წმინ­და იაკობ ზე­ბე­დეს ძი­სა და იაკობ "უფ­ლის ძმის" სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბი. ის­ტო­რი­კო­სე­ბი დღემ­დე და­ვო­ბენ, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი მათ­გა­ნის მფლო­ბე­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ წარ­სულ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით (ი­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი სა­ვა­ნეა ნა­გუ­ლის­ხ­მე­ვი) XVI სა­უ­კუ­ნე­ზე ად­რე წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში არ ჩანს. 

 


და­ვა კი, რო­გორც უცხო­უ­რი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, ქარ­თ­ვე­ლებს ჯერ კი­დევ XIV სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში და­უწყი­ათ. კერ­ძოდ, მე­ფე გი­ორ­გი V-მ 1312 წელს ეგ­ვიპ­ტის სულ­თან მა­ლიქ ალ-ნა­სირს ელ­ჩი აახ­ლა და სხვას­თან ერ­თად წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტ­რის ქარ­თ­ველ­თა თე­მის­თ­ვის გა­და­ცე­მა სთხო­ვა. სა­პა­სუ­ხოდ, იმა­ვე 1312 და შემ­დეგ უკ­ვე 1319 წელს, ქა­ი­რო­ში გა­მოცხად­და წი­ნა­მორ­ბე­დი სულ­თ­ნე­ბის­გან გა­ცე­მუ­ლი ფირ­მა­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სო­მეხ­თა პატ­რი­არ­ქი სარ­ქი­სი, რო­მელ­მაც სა­და­ვო მო­ნას­ტერ­ზე სო­მეხ­თა უფ­ლე­ბის დაც­ვა მო­ა­ხერ­ხა. სა­მოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლებ­მა ამ­ჯე­რად უკ­ვე სულ­თან ბარ­კუ­კის კარ­ზე სცა­დეს ხსე­ნე­ბულ მო­ნას­ტერ­ზე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დ­გე­ნა (ი­მა­ვეს შე­ე­ცად­ნენ კა­თო­ლი­კე­ე­ბიც), მაგ­რამ კვლავ უშე­დე­გოდ.

კახ­თა მე­ფე ავ-გი­ორ­გის (1511-1513) მი­ერ იერუ­სა­ლიმ­ში ჯვრის მა­მად მივ­ლი­ნე­ბულ­მა ბე­ე­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა 1512-1514 წლებ­ში სომ­ხებს წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტერ­ზე კი­დევ ერ­თხელ გა­უ­მარ­თა ცი­ლო­ბა. ამ და­ვის სიმ­ძაფ­რე­ზე ჯვრის მო­ნას­ტ­რის ერთ ხელ­ნა­წერ­ში თა­ვად ბე­ე­ნას ჩა­ნა­წე­რიც მეტყ­ვე­ლებს: "ა­ქა მე და სო­მეხ­ნი და­ვი­სარ­ჩ­ლე­ნით იაკობ წმი­დის საყ­დარ­ზე­და და დი­დი ჭი­რი და სას­ჯე­ლი გა­დამ­ხ­და ცოდ­ვილ­სა ბე­ე­ნას ძმა­ნო". ქარ­თუ­ლი მხა­რის­თ­ვის ამ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი და­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სომ­ხურ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­შიც არის და­ცუ­ლი. მარ­თა­ლია, პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ბე­ე­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სომ­ხებ­თან და­ვის სა­გა­ნი სწო­რედ სი­ო­ნის მთა­ზე არ­სე­ბუ­ლი იაკობ ზე­ბე­დეს ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი იყო. 

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­ნე, რო­გორც ით­ქ­ვა, მდე­ბა­რე­ობს სი­ო­ნის მთა­ზე - წმინ­და იაკობ უფ­რო­სის (ზე­ბე­დე­სი) თა­ვი­სა და წმინ­და იაკობ "უფ­ლის ძმის" (ზოგ­ჯერ უთი­თე­ბენ იაკობ უმ­ც­როს­ზე, ალ­ფე­სის ძე­ზე. - ბ.ხ.) ნეშ­ტის დაკ­რ­ძალ­ვის ად­გი­ლას. სა­ის­ტო­რიო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი სამ­ლოც­ვე­ლო ამ ად­გი­ლას უკ­ვე V სა­უ­კუ­ნე­ში აუგი­ათ. XI სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში ეს მო­ნას­ტე­რი თით­ქოს ქარ­თ­ვე­ლებს აღუდ­გე­ნი­ათ, რის მოწ­მო­ბა­დაც ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი უთი­თე­ბენ სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში E16 გრი­ფით და­ცულ XI სა­უ­კუ­ნის ერთ ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ზე გა­კე­თე­ბულ არა­ბულ მი­ნა­წერს.

ამ საქ­მის ინი­ცი­ა­ტო­რად კი ზოგ­ჯერ ჯვრის მო­ნას­ტ­რის ქტი­ტორს, ბერ პრო­ხო­რე შავ­თელს ასა­ხე­ლე­ბენ (თუმ­ცა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ძველ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში ამის შე­სა­ხებ პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა არ არ­სე­ბობს). წმინ­და მი­წის სიძ­ვე­ლე­თა ცნო­ბი­ლი მკვლევ­რის, დე­ნის პრინ­გ­ლის აზ­რით, ქარ­თ­ვე­ლებ­მა ამ ად­გი­ლას 1072-1088 წლებს შო­რის ააგეს წმინ­და მი­ნას ახა­ლი ტა­ძა­რი, რო­მელ­საც XII სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ჩრდი­ლო­ე­თი მხრი­დან მი­ა­შე­ნეს წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სია. გარ­და ამი­სა, იქ­ვე შო­რი­ახ­ლოს, სომ­ხუ­რი სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე, მღვდელ­მ­თა­ვარ ანას სახ­ლის ად­გი­ლას დგას წმინ­და ან­გე­ლოზ­თა მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც XV-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ასე­ვე ქარ­თ­ველ­თა სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

1758-1759 წლებ­ში წმინ­და მი­წა­ზე მყო­ფი არ­ქი­მან­დ­რი­ტი ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტ­რის წარ­სულ­ში ქარ­თულ კუთ­ვ­ნი­ლე­ბა­ზე. მი­სი ცნო­ბით, "ი­ა­კობ ალ­ფეს მო­ნას­ტე­რი, გი­ორ­გი კუ­რა­პა­ლა­ტის მე­ფი­სა­გან აღ­შე­ნე­ბუ­ლი" ყო­ფი­ლა. ტი­მო­თეს­ვე სხვა ჩა­ნა­წე­რით ირ­კ­ვე­ვა, რომ ის სი­ო­ნის მთა­ზე არ­სე­ბულ წმინ­და იაკო­ბის სომ­ხურ მო­ნას­ტერს გუ­ლის­ხ­მობ­და: "...წარ­ვე­დით მო­ნას­ტ­რად სო­მეხ­თა და გან­ვ­კ­ვირ­დით სი­კე­თე­სა მის­სა, რა­მე­თუ მე ეგე­თი ბრწყინ­ვა­ლე ტა­ძა­რი არა­ო­დეს მი­ხი­ლავს და არ­ცა ეგ­რე­თი შემ­კო­ბა.


ესე მო­ნას­ტე­რი არს, რო­მე­ლი აღა­შე­ნა მე­ფემ გი­ორ­გიმ". მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია გვხვდე­ბა 1817 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ერთ სხვა ხელ­ნა­წერ­შიც (Hდ-4056): "ქ. წმი­დი­სა იაკობ მო­ცი­ქუ­ლის მო­ნას­ტე­რი აღუ­შე­ნე­ბია გი­ორ­გი კუ­რა­პა­ლა­ტად მე­ფე­სა და აწ სო­მეხ­თა უპყ­რი­ათ". რო­გორც ვხე­დავთ, ტი­მო­თე გუ­ლის­ხ­მობს რა სი­ო­ნის მთა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და იაკობ ზე­ბე­დეს ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ვა­ნეს, მას მო­ცი­ქულ იაკობ ალ­ფე­სის სა­ხე­ლო­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს (ალ­ბათ, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის საფ­ლა­ვის მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბო­ბის მი­ზე­ზით. - ბ.ხ.), ხო­ლო ანო­ნი­მურ ცნო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ არის და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი, რო­მე­ლი იაკობ მო­ცი­ქუ­ლის მო­ნას­ტერ­ზეა სა­უ­ბა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა წყა­რო­ებ­ში ქტი­ტო­რად ნახ­სე­ნებ მე­ფე-კუ­რა­პა­ლატ გი­ორ­გის პი­როვ­ნე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა მეც­ნი­ე­რი მას ხან გი­ორ­გი I-თან (1014-1027), ხან გი­ორ­გი II-სთან (1072-1089) და ხან კი­დევ გი­ორ­გი V ბრწყინ­ვა­ლეს­თან აიგი­ვებს. უნ­და შევ­ნიშ­ნოთ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან არ ჩანს გი­ორ­გი I-ისა და გი­ორ­გი V-ის მხრი­დან ამ ბი­ზან­ტი­უ­რი ტი­ტუ­ლის ოდეს­მე ტა­რე­ბის ფაქ­ტი. ერ­თა­დერ­თი, გი­ორ­გი II ატა­რებ­და ამ ტი­ტულს და ისიც მხო­ლოდ უფ­ლის­წუ­ლო­ბის ჟამს, 1072 წლამ­დე. 

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ფიქ­რობს, რომ კუ­რა­პა­ლა­ტის წო­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ა­წე­რეს შეც­დო­მით რო­მე­ლი­ღაც მე­ფე გი­ორ­გის. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ბუნ­დოვ­ნე­ბი­სა, ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის მი­ერ ამ მო­ნას­ტ­რის აშე­ნე­ბის ტრა­დი­ცია ქარ­თუ­ლი გა­რე­მოს გა­რე­თაც არ­სე­ბობ­და. ამას მოწ­მობს წმინ­და იოანე ოქ­რო­პი­რის ჰო­მი­ლი­ა­თა კრე­ბულ "მარ­გა­ლი­ტის" ხელ­ნა­წერ­ზე არ­სე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მა­რი ბრო­სეს­გან და­მოწ­მე­ბუ­ლი არა­ბუ­ლი მი­ნა­წე­რი, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ "ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა მე­ფემ შე­უკ­ვე­თა ოთხ­თა­ვის ორი ნუს­ხა, და ერ­თი მათ­გა­ნი ყდა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­თურთ შე­წი­რა წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტერს იერუ­სა­ლიმ­ში". 

ეპის­კო­პოს პორ­ფი­რი უს­პენ­ს­კის (1804-1885) ცნო­ბით, "წმინ­და იაკობ მო­ცი­ქუ­ლის (ა­რა უფ­ლის ძმის) სომ­ხუ­რი მო­ნას­ტე­რი აშენ­და ქარ­თ­ვე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მე­ფე­ე­ბის­გან, მაგ­რამ ქარ­თ­ველ­თათ­ვის ძნელ­ბე­დო­ბის ეპო­ქა­ში იგი გა­და­ვი­და ბერ­ძე­ნი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, რო­მელ­მაც ფუ­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ და­უთ­მო ის სომ­ხებს". ალექ­სან­დ­რე ცა­გა­რე­ლის (1844-1929) აზ­რით, მო­ნას­ტე­რი ქარ­თ­ველ­თა ხელ­ში მცი­რე ხანს იყო და XI-XII სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე მას სომ­ხე­ბი და­ე­უფ­ლ­ნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ 1141 წელს იერუ­სა­ლიმს სო­მეხ­თა კა­თა­ლი­კო­სი გრი­გოლ III ფაჰ­ლა­ვუ­ნი (1113-1166) ეწ­ვია. ის და­ეს­წ­რო სი­ო­ნის მთა­ზე მიმ­დი­ნა­რე ლა­თინ­თა სი­ნო­დის კრე­ბას და ეთათ­ბი­რა რო­მის პაპ ინო­კენ­ტი II-ის ლე­გატ ალ­ბე­რიხ დ"ოსტის - წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სი­ის აღ­დ­გე­ნის სა­კითხ­ზე, კი­ლი­კი­ის მმარ­თ­ველ თო­როს II-ის (1141-1169) იერუ­სა­ლიმ­ში მო­სა­ლოდ­ნელ სტუმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 

ეს ეკ­ლე­სია სომ­ხებ­მა 1142-1165 წლებ­ში გა­ნა­ახ­ლეს, რა­საც მოწ­მობს პი­ლიგ­რიმ იოანე ვი­ურ­ც­ბურ­გე­ლის (1162-1165) ცნო­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მის დროს წმინ­და იაკობ უფ­რო­სის (ა­ნუ ზე­ბე­დეს ძის) სა­ხელ­ზე აგე­ბულ დიდ ეკ­ლე­სი­ა­ში სო­მე­ხი ბე­რე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ; იქ­ვე ჰქო­ნი­ათ მათ ვრცე­ლი თავ­შე­სა­ფა­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი თვის­ტო­მე­ბის­თ­ვის. 1187 წელს სო­მეხ­თა უფ­ლე­ბას წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტერ­ზე ფირ­მა­ნით ადას­ტუ­რებს სულ­თა­ნი სა­ლაჰ ად-დი­ნი. 1239 წელს კი ამ უფ­ლე­ბას უკ­ვე რო­მის პა­პი გრი­გოლ IX-ც ემოწ­მე­ბა. 1450 წელს სულ­თან­მა ჯაკ­მაკ­მა სო­მეხ­თა პატ­რი­არქ აბ­რა­ამ მე­სერ­ცის მის­ცა ფირ­მა­ნი, რომ­ლი­თაც მო­ნას­ტ­რის ბე­რე­ბი უკა­ნო­ნო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბოდ­ნენ. მი­სი ტექ­ს­ტი ქვის ორ მოზ­რ­დილ ფი­ლა­ზე არა­ბულ და სომ­ხურ ენებ­ზე ამოკ­ვე­თეს და მო­ნას­ტ­რის მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­თან გა­ნა­თავ­სეს. XV სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნას­ტერ­ში კოპ­ტე­ბი შე­სახ­ლ­დ­ნენ. 

სულ­თან სუ­ლე­ი­მან I-ის (1520-1566) დროს მო­ნას­ტე­რი მცი­რე ხნით ისევ სომ­ხებს გა­და­ე­ცა. XVI სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში კი იქ უკ­ვე ეთი­ო­პი­ე­ლე­ბი ჩა­ნან. 1595 წელს მო­ნას­ტერს კვლავ სომ­ხე­ბი და­ე­უფ­ლ­ნენ. 1657 წელს სა­ვა­ნე ბერ­ძ­ნე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა სომ­ხებ­მა ის მა­ლე­ვე, 1666 წელს და­იბ­რუ­ნეს უკან და 1739 წელს სულ­თან მაჰ­მუდ I-ის სი­გე­ლით კი­დევ ერ­თხელ და­იმ­ტ­კი­ცეს მას­ზე უფ­ლე­ბა. მო­ნას­ტ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20-მდე ძვე­ლი ხაჩ­კა­რიც გვხვდე­ბა. სო­მე­ხი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის მკრტიჩ აღავ­ნუ­ნის (1863-1941) სიტყ­ვას თუ ვენ­დო­ბით, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი 956, 1151 და 1153 წლე­ბით უნ­და თა­რიღ­დე­ბო­დეს (ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი თა­რი­ღის სა­ეჭ­ვო­ო­ბას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ხაჩ­კა­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი თვით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­კულ­ტო ძეგ­ლებ­ზეც). 

წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სი­ამ აღ­დ­გე­ნა-გა­და­კე­თე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, XVIII-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც გა­ნი­ცა­და. ამ­ჟა­მინ­დელ ტა­ძარს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს "ჩა­ხა­ზუ­ლი ჯვრის" ტი­პის ნა­გე­ბო­ბას გუმ­ბა­თით ოთხ ბურ­ჯ­ზე, ათა­რი­ღე­ბენ XII სა­უ­კუ­ნის შუ­ა­ხა­ნე­ბით (ა­რა­უგ­ვი­ა­ნეს 1160 წლი­სა). ტაძ­რის გუმ­ბა­თის გა­და­კე­თე­ბის დროდ XIII სა­უ­კუ­ნეა მიჩ­ნე­უ­ლი. მა­ნამ­დე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ამ­ჟა­მინ­დელ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი იყო. ეკ­ლე­სი­ას ეკ­ვ­რის სხვა­დას­ხ­ვა დრო­ის სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი, მათ შო­რის წმინ­და სტე­ფა­ნეს ეკ­ვ­დე­რი, რო­მე­ლიც, ზო­გი­ერ­თი მკვლევ­რის ვა­რა­უ­დით, შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე ქარ­თ­ველ­თა აშე­ნე­ბუ­ლი იყოს XI სა­უ­კუ­ნე­ში. 

მი­ქა­ელ თა­მა­რაშ­ვი­ლი მი­ქა­ელ ჩამ­ჩი­ა­ნის ნაშ­რო­მის (1786 წ.) სა­ფუძ­ველ­ზე წმინ­და იაკობ ზე­ბე­დეს ძის მო­ნას­ტ­რის და­მა­არ­სებ­ლად ასე­ვე ქარ­თ­ვე­ლებს მი­იჩ­ნევ­და: "1072-1089 წლებ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­ერ აღ­შე­ნე­ბუ­ლი მო­ნას­ტე­რი ალ­ფე­ო­სის ძის, წმინ­და იაკო­ბის წა­მე­ბის ად­გილ­ზე, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად სო­მეხ­ნი და­ე­პატ­რო­ნენ, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რო­მე­ლი წლი­დან და­ე­პატ­რო­ნენ ისი­ნი მას. ვი­ცით, რომ 1656 წელს პორ­ტას გან­ჩი­ნე­ბით ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა სა­ზა­რა­ლოდ ბერ­ძ­ნებს მი­ე­კუთ­ვ­ნათ იგი და ამან დი­დი და­ვა გა­მო­იწ­ვია მათ შო­რის". მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე გა­მორ­კ­ვე­უ­ლია, მი­ქა­ელ ჩამ­ჩი­ა­ნი ამ ძეგ­ლის ოდინ­დელ ქარ­თუ­ლო­ბა­ზე თა­ვის ნაშ­რომ­ში არა­ფერს წერს. 

გარ­და ამი­სა, სი­ო­ნის სო­მეხ­თა სა­ვა­ნე წარ­სულ­ში უფ­რო მო­ცი­ქულ იაკობ ზე­ბე­დეს ძის სა­ხე­ლო­ბით იყო ცნო­ბი­ლი და არა ალ­ფე­სი­სა (ცნო­ბი­სათ­ვის, ამ­ჟა­მად მო­ნას­ტერს ორი­ვეს სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ). მა­თი წა­მე­ბის ად­გი­ლებს კი ტრა­დი­ცია მკვეთ­რად ას­ხ­ვა­ვებს: იაკობ ალ­ფე­სის წა­მე­ბის ად­გილს იოსა­ფა­ტის ხევ­ში, ხო­ლო იაკობ ზე­ბე­დეს ძი­სას - სი­ო­ნის მთა­ზე, ან სუ­ლაც ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე მი­უ­თი­თებს.


ერთ სა­ყუ­რადღე­ბო ცნო­ბას მო­ცე­მულ სა­კითხ­ზე გრი­გოლ ფე­რა­ძეც იმოწ­მებს. კერ­ძოდ, მას მოჰ­ყავს 1615 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბა უც­ნო­ბი მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ "წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სია და მო­ნას­ტე­რი ეკუთ­ვ­ნის სომ­ხებს, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად ააშე­ნა ეს­პა­ნე­თის (რესპ. იბე­რი­ის; ძვე­ლად აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ იბე­რი­ე­ლებს დრო­დად­რო ურევ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ში. - ბ.ხ.) მე­ფემ თა­ვი­სი ბე­რე­ბი­სათ­ვის". 

აქ უეჭ­ვე­ლად მო­ცი­ქულ იაკობ ზე­ბე­დეს ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ზეა სა­უ­ბა­რი. გრი­გოლ ფე­რა­ძეს­თან­ვე გვხვდე­ბა წმინ­და მატ­რო­ნას მო­ნას­ტ­რის ბე­რის, სე­რა­პი­ო­ნის 1749 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვით "წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტე­რი ამ­ჟა­მად სომ­ხებს ეკუთ­ვ­ნით, მაგ­რამ ად­რე ქარ­თ­ვე­ლებს ეკუთ­ვ­ნო­დათ. სომ­ხებ­მა იყი­დეს იგი თურ­ქი სულ­თ­ნის­გან". აი, რუ­სი მოგ­ზა­უ­რის არ­სენ სუ­ხა­ნო­ვის ცნო­ბა, რომ "უფ­ლის ძმის" იაკო­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მის დროს (1649-1653) სომ­ხე­ბი წი­რავ­დ­ნენ, თით­ქოს აღ­დ­გო­მის ტაძ­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სამ­ლოც­ვე­ლოს უნ­და ეხე­ბო­დეს. იმა­ვე ავ­ტო­რის სიტყ­ვით, "ამ ეკ­ლე­სი­ი­დან მარ­ჯ­ვ­ნივ და 18 სა­ფე­ხუ­რით ქვე­მოთ არის ად­გი­ლი, რო­მელ­საც იერუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი ფლობს. ეს ად­გი­ლი ად­რე ივე­რი­ე­ლებს ეკუთ­ვ­ნო­დათ".

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იერუ­სა­ლიმ­ში 1830 წელს მყო­ფი ან­დ­რეი მუ­რა­ვი­ო­ვის ცნო­ბაც, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ "წმინ­და იაკო­ბის მო­ნას­ტე­რი და­არ­ს­და ქარ­თ­ველ­თა მი­ერ მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბის ხა­ნა­ში და უკ­ვე სა­მა­სი წე­ლი­წა­დია, რაც მას აღ­დ­გო­მის ეკ­ლე­სი­ას­თან ერ­თად ფლო­ბენ სომ­ხე­ბი. იერუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ­სე­ბობს სი­გე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ­თა მი­ერ მო­ნას­ტ­რის ფლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს". ამ ცნო­ბას (ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლის იმ ცნო­ბას­თან ერ­თად, სა­დაც სი­ო­ნის მთის წმინ­და იაკობ ზე­ბე­დეს ძის მო­ნას­ტერ­ზეა სა­უ­ბა­რი) იხ­სე­ნი­ებს ალ. ცა­გა­რე­ლიც (1883 წ.). თუმ­ცა, ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სა­ბუ­თი არც მას და არც შემ­დ­გო­მი დრო­ის სხვა რო­მე­ლი­მე მკვლე­ვარს არ უნა­ხავს.

იაკობ "უფ­ლის ძმის" ეკ­ლე­სი­ი­სა და მის გვერ­დით არ­სე­ბუ­ლი ორი სამ­ლოც­ვე­ლოს ად­გი­ლას, რო­გორც ფიქ­რო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ბაპ­ტის­ტე­რი­უ­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მოწყო­ბი­ლი. მას იხ­სე­ნი­ე­ბენ ბურ­დი­გა­ლე­ლი იტი­ნე­რა­რი­უ­სი (ა­ნუ ბორ­დო­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი), წმინ­და კი­რი­ლე იერუ­სა­ლი­მე­ლი, ეგე­რია (სილ­ვია აკ­ვი­ტა­ნი­ე­ლი) და სხვ. პირ­ვე­ლი მი­უ­თი­თებ­და სა­უცხოო სი­ლა­მა­ზი­სა და სი­დი­დის მქო­ნე ცის­ტერ­ნა­სა და აბა­ზა­ნა­ზე, სა­დაც ყრმებს ნათ­ლავ­დ­ნენ. წმინ­და კი­რი­ლე იერუ­სა­ლი­მე­ლის ცნო­ბით, ბაპ­ტის­ტე­რი­უმს გა­აჩ­ნ­და გა­რე დარ­ბა­ზი კა­ტე­ხუ­მენ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც იქი­დან შე­დი­ოდ­ნენ აუზ­ში. 

ეგე­რი­ას ცნო­ბით კი, ყრმე­ბი ნათ­ლო­ბის შემ­დეგ გა­დაჰ­ყავ­დათ რო­ტონ­და­ში (მა­შა­სა­და­მე, იმ დროს ბაპ­ტის­ტე­რი­უ­მი და რო­ტონ­და პირ­და­პირ ყო­ფი­ლა ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი). შარლ კუ­ას­ნო­ნი, ლუი-ჰუ­გო ვინ­სე­ნი და ფე­ლიქს-მა­რი აბე­ლი ასე­ვე ათავ­სებ­დ­ნენ სა­ნათ­ლავს რო­ტონ­დის სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თით, XI სა­უ­კუ­ნის სა­მი ბერ­ძ­ნუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოს ად­გი­ლას. აღ­დ­გო­მის ტაძ­რის კომ­პ­ლექ­სის ეს მო­ნაკ­ვე­თი ნაკ­ლე­ბად არის გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი. ფიქ­რო­ბენ, რომ ამ სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის სა­ძირ­კ­ველ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია ოდეს­ღაც იქ არ­სე­ბუ­ლი სამ­ნაკ­ვე­თუ­რი­ა­ნი რო­მა­უ­ლი აბა­ნოს ფრაგ­მენ­ტე­ბი.

* * *
უფ­ლის ძმად წო­დე­ბუ­ლი იაკო­ბის, იმა­ვე იერუ­სა­ლი­მის პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, აღ­დ­გო­მის ტაძ­რის კომ­პ­ლექ­ს­შია ჩარ­თუ­ლი. ის მე­ნელ­საცხებ­ლე დე­და­თა ღია ცის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოს მარ­ცხე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს, ამ­ჟა­მად იერუ­სა­ლი­მის ბერ­ძ­ნუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სა­პატ­რი­არ­ქოს მფლო­ბე­ლო­ბა­შია და ქრის­ტი­ან არა­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. გად­მო­ცე­მით, ეკ­ლე­სი­ის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, იმ ხა­ტის ნაც­ვ­ლად, რომ­ლის­გა­ნაც თა­ვის დრო­ზე ხმა შე­მო­ეს­მა წმინ­და მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტელს, ამ­ჟა­მად და­ვა­ნე­ბუ­ლია ღვთის­მ­შობ­ლის სას­წა­ულ­თ­მოქ­მე­დი ხა­ტი. სამ სამ­ლოც­ვე­ლოდ და­ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის სა­ერ­თო ვეს­ტი­ბი­უ­ლი­დან ქვის ფარ­თო კი­ბე მე­ო­რე სარ­თულ­ზე ადის, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია კონ­ს­ტან­ტი­ნე­სა და ელე­ნეს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი. მის შო­რი­ახ­ლოს, ზედ წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სი­ის ზურ­გ­ში, წმინ­და თეკ­ლას ეკ­ლე­სიაა, რო­მე­ლიც შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში (XIII-XVII სს.) ასე­ვე ქარ­თ­ვე­ლებს ეპყ­რათ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი თა­ვის "მი­მოს­ლ­ვა­ში" მაცხოვ­რის აღ­დ­გო­მის ტაძ­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სი­ა­საც ახ­სე­ნებს; მი­სი ცნო­ბით, მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის სამ­ლოც­ვე­ლოს ახ­ლოს არის "ეკ­ლე­სია წმი­დი­სა იაკობ მო­ცი­ქუ­ლი­სა, ძმი­სა უფ­ლი­სა და პირ­ვე­ლი­სა მღვდელ­მ­თავ­რი­სა იერუ­სა­ლი­მე­ლი­სა. და აწ სა­პატ­რი­არ­ქო ეკ­ლე­სია იგი არს". ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის ოდინ­დელ ქარ­თუ­ლო­ბა­ზე ან სომ­ხუ­რო­ბა­ზე ტი­მო­თე არა­ფერს ამ­ბობს. 

იაკობ "უფ­ლის ძმის" სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ერთ-ერ­თია იმ სამ­თა­გან, რომ­ლე­ბიც აღ­დ­გო­მის ტაძ­რის ატ­რი­უ­მის და­სავ­ლე­თით, მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­დან მარ­ცხე­ნა მხა­რეს ერთ ხაზ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი (ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის, იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის ან მე­ნელ­საცხებ­ლე დე­და­თა, და წმინ­და იაკო­ბის სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი). სო­მე­ხი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი მკრტიჩ აღავ­ნუ­ნი (1863-1941) 1931 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თა­ვის ნაშ­რომ­ში ("წმინ­და მი­წის წმინ­და ად­გი­ლე­ბის გად­მო­ცე­მა­ნი") წერ­და: "ე­ზოს და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, წმინ­და აღ­დ­გო­მის ეკ­ლე­სი­ის კა­რე­ბის მარ­ჯ­ვ­ნივ, არის ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ქარ­თულ წმინ­და იაკო­ბის ეკ­ლე­სი­ას უწო­დე­ბენ". ჩვენ­თ­ვის უც­ნო­ბია, ეს ცნო­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ემ­ყა­რე­ბო­და თუ არა ად­გი­ლობ­რივ ტრა­დი­ცი­ას, თუ მი­სი ეს გან­ცხა­დე­ბა სი­ო­ნის მთა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და იაკო­ბის სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ა­ზე წარ­სულ­ში ქარ­თ­ველ­თა პრე­ტენ­ზი­ე­ბის სულ სხვა მო­ნას­ტერ­ზე გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის შეგ­ნე­ბულ მცდე­ლო­ბად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­თა­ნა­დო მა­სა­ლის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ამ კითხ­ვებ­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჭირს. 

იაკობ "უფ­ლის ძმის" სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც მო­ცი­ქულ იაკობ ზე­ბე­დეს ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში, დღეს­დღე­ო­ბით არა­ნა­ი­რი ქარ­თუ­ლი კვა­ლი არ ჩანს. გვაქვს მხო­ლოდ ერ­თი გვი­ან­დე­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბა, რო­მე­ლიც პირ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ქარ­თულ არ­ტე­ფაქ­ტ­ზე გვა­უწყებს. ეს ცნო­ბა ეკუთ­ვ­ნის რუს არ­ქი­მან­დ­რიტ ლე­ო­ნიდ კა­ვე­ლინს (1822-1891). კერ­ძოდ, ის წერს, რომ უკ­ვე XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში იაკო­ბის ("უფ­ლის ძმის") ეკ­ლე­სია ქრის­ტი­ან არა­ბებს ეკა­ვათ და იქ იმ დროს ყო­ველ­დღი­უ­რად იმარ­თე­ბო­და ლი­ტურ­გია არა­ბულ­სა­ვე ენა­ზე. ეკ­ლე­სია ამ­ჟა­მა­დაც მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ არა­ბებს ეკუთ­ვ­ნით და ისი­ნი ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე სწო­რედ ამ ად­გი­ლას იყ­რი­ან თავს.

შემ­დეგ ლე­ო­ნიდ კა­ვე­ლი­ნი გა­ნაგ­რ­ძობს: "ამ ეკ­ლე­სი­ა­ში მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს დგას ძვე­ლი ხის კა­თედ­რა, რო­მე­ლიც უწინ გოლ­გო­თა­ზე იდ­გა და რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი მოგ­ზა­უ­რი მი­იჩ­ნევ­და იერუ­სა­ლი­მის პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სის, უფ­ლის ძმის წმინ­და იაკო­ბის კა­თედ­რად. მაგ­რამ, მას­ზე ამოკ­ვე­თი­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი და ად­გი­ლი, სა­დაც ის უწინ იდ­გა, უჩ­ვე­ნებს, რომ ეს კა­თედ­რა გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ჩვე­ნი ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე ქარ­თ­ვე­ლე­ბის­გან გოლ­გო­თის ფლო­ბის დროს, მით უფ­რო, რომ ეს ეთან­ხ­მე­ბა თვით ბერ­ძენ­თა აზრს".


ეს ცნო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა თუნ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იაკობ "უფ­ლის ძმის" ტახტს თა­ვი­ანთ მო­ნას­ტერ­ში უჩ­ვე­ნე­ბენ სომ­ხე­ბიც. აქ მთა­ვა­რი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის მარ­ცხ­ნივ მდე­ბა­რე სვეტ­თან მარ­თ­ლაც არის მოწყო­ბი­ლი გუმ­ბა­თით გა­და­ხუ­რუ­ლი ხის მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი ტახ­ტი, რო­მელ­საც "უფ­ლის ძმის ტახ­ტის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ცნო­ბი­ლია ხე­ზე კვე­თის ასა­კიც; მი­სი შექ­მ­ნა 1680 წლით თა­რიღ­დე­ბა. მაგ­რამ ლე­ო­ნიდ კა­ვე­ლი­ნი, სა­ზო­გა­დოდ ძა­ლი­ან სან­დო ავ­ტო­რი, სა­უბ­რობს აღ­დ­გო­მის ტაძ­რის შე­სას­ვ­ლელ­თან მდე­ბა­რე იაკობ "უფ­ლის ძმის" სა­ხე­ლო­ბის სამ­ლოც­ვე­ლო­ზე და იქ არ­სე­ბულ კა­თედ­რა-ტახ­ტ­ზე და არა სი­ო­ნის მთა­ზე არ­სე­ბულ სომ­ხურ მო­ნას­ტერ­ზე.

რუ­სი ავ­ტო­რი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს ამ, მი­სი დრო­ის­თ­ვის უკ­ვე დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ხის კა­თედ­რის პირ­ვან­დელ ად­გილ­სამ­ყო­ფელს - გოლ­გო­თას და ამით ხსნის მას­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქტს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ 1883 წელს იერუ­სა­ლიმ­ში მი­სუ­ლი ალ. ცა­გა­რე­ლის­თ­ვის ლე­ო­ნიდ კა­ვე­ლი­ნის ეს ინ­ფორ­მა­ცია უც­ნო­ბი დარ­ჩა. რო­გორც ჩანს, მას ეს სამ­ლოც­ვე­ლო არ მო­უ­ნა­ხუ­ლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა გოლ­გო­თა­ზე მდგარ სა­მე­უ­ფეო ტახტს, მის შე­სა­ხებ ცნო­ბას გვაწ­ვ­დის ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი: "და მუნ პატ­რი­არ­ქის ტახტს სა­ფერ­ხეს ქვა­ზედ ეწე­რა ქარ­თუ­ლებ: მე­ფე­მან ქარ­თ­ველ­თა და კახ­თა­მან ლე­ონ წარ­მო­ავ­ლი­ნა იოაკიმ ჯვა­რის მა­მა სა­ფა­სი­თა, და საფ­ლა­ვი ქრის­ტე­სი დაქ­ცე­უ­ლი და გოლ­გო­თა მან აღა­შე­ნა. მას აქეთ წარ­ს­რულ არს წე­ლი ორას ოც­და­ო­რი აქა­მომ­დე", ე.ი. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რა ტახ­ტის ქვის სა­ფუძ­ველ­ზე თით­ქოს 1536 წელს გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რით, ეს ტახ­ტი აღ­დ­გო­მის ტა­ძარ­ში 1808 წელს გა­ჩე­ნილ ძლი­ერ ხან­ძარს შე­ე­წი­რა. სამ­წუ­ხა­როდ, და­ბე­ჯი­თე­ბით ვერც იმას ვიტყ­ვით, კა­ვე­ლი­ნის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი "ხის ძვე­ლი კა­თედ­რა" ტი­მო­თეს­გან ნახ­სე­ნებ "პატ­რი­არ­ქის ტახტს" შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა. რუ­სი ავ­ტო­რი, ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ მი­უ­თი­თებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ად­გი­ლას იყო ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი ტახ­ტ­ზე ამოკ­ვე­თი­ლი. მაგ­რამ მი­სი ცნო­ბა მა­ინც და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი ჩანს; კა­თედ­რა ძვე­ლი იყო, უწინ გოლ­გო­თა­ზე მდგა­რა და მის ქარ­თულ კუთ­ვ­ნი­ლე­ბა­ზე ზედ ამოკ­ვე­თი­ლი ქარ­თუ­ლი­ვე წარ­წე­რე­ბი მოწ­მობ­დ­ნენ. ვინ იცის, იქ­ნებ ტი­მო­თეს­გან ნახ­სე­ნე­ბი ტახ­ტი ხან­ძარს გა­და­ურ­ჩა კი­დეც?! იაკობ "უფ­ლის ძმის" სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში დღე­საც დგას ხის, გუმ­ბათ­და­ხუ­რუ­ლი სა­მე­უ­ფეო ტახ­ტი (კა­თედ­რა). 

თუმ­ცა, მის­მა გა­რეგ­ნულ­მა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბამ არ­სე­ბი­თი შე­დე­გი არ მოგ­ვ­ცა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს (თუმ­ცა კი, საკ­მა­ოდ ძვე­ლი), ხის ჩუ­ქურ­თ­მე­ბით შემ­კუ­ლი კა­თედ­რა გვი­ან­დე­ლია. ჩვენ­თ­ვის ალ­ბათ სა­მუ­და­მოდ უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბა, რა ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბი იყო ამოკ­ვე­თი­ლი ლე­ო­ნიდ კა­ვე­ლი­ნის მი­ერ ნახ­სე­ნებ გოლ­გო­თურ კა­თედ­რა­ზე...

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×