logo_geo
eng_logo
ინდოეთში ტურისტების უსაფრთხოებას, შურდულებით აღჭურვილი პოლიციელები დაიცავენ
- +

9 თებერვალი. 2019. 00:45

 

პოლიციელები ინდოეთში ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე, მაიმუნების თავდასხმისაგან ტურისტებს შურდულებით დაიცავენ - წერს Ria.ru

 

 ბოლო მონაცემებით ქალაქ აგრში 1000 მაიმუნი ბინადრობს, აქედან 500-700 მუდმივად არის ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე.  მაიმუნებს განადგურებისაგან, ინდოეთის კანონმდებლობა მკაცრად იცავს. ამიტომ პოლიციელებს ცხოველების თავდასხმის გასანეიტრალებლად შურდულები დაურიგეს.

 

მაიმუნების აგრესიის მიზეზი, ხშირად ტურისტები არიან, რომლებიც ცხოველებს ეთამაშებიან და მათ გაღიზიანებას იწვევენ.

 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაიმუნები ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე ტურისტებს სულ მცირე თვეში ორჯერ ესხმიან. 2018 წელს „მაკაკა“ თავს დაესხა ფრანგ ტურისტებს, უფრო ადრე კი ბრიტანელი ტურისტი დაკბინა.

 

2018 წლის ნოემბერში კი მაიმუნი თავს ბავშვიან ქალს დაესხა. ცხოველმა ბავშვი დაკბინა, რომელიც მიყენებული ტრამვებისაგან დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×