logo_geo
eng_logo
ნოდარ მგალობლიშვილის დაკარგული „გორდას” მსგავსი ძაღლი მსახიობის დაკრძალვაზე გამოჩნდა
- +

5 აპრილი. 2019. 19:40

 

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში 27 მარტს გარდაიცვალა. მახათას მთაზე  დაკრძალვის დღეს გამოჩნდა ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავდა მსახიობისას, რომელიც 2013 წელს დაკარგა და ამ ფაქტთან შეგუება სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო.

 

„გორდას დაკარგვამ ბოლო მომიღო… ცხოველებმა ასე იციან თავის შეყვარება”, – ამბობდა მაშინ ნოდარ მგალობლიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და ჰყვებოდა, რომ ძაღლი ბრმა იყო და მან შეიფარა.

 

„რა გითხრათ, ამაზე საუბარიც ხომ უხერხულია?!… შარშანწინ საცხოვრებლად საბურთალოზე გადმოვედი. იმ ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ეს ძაღლი ჰყავდა. შემდეგ ძაღლი თურმე ნათესავთან გააგზავნა მცხეთაში, მაგრამ ორჯერ დაბრუნდა… მერე გავიგე, ბრმა რომ იყო. მცხეთიდან მეორედ რომ ჩამოვიდა, ვიღაცას თავში ჩაურტყამს და დაბრმავებულა. ძალიან შემეცოდა, ვცდილობდი, მომევლო, სულ ვაჭმევდი… ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, ძაღლი ჩვენს ეზოში შემოვიდაო. არ დავიჯერე, ვეუბნებოდი, მოგეჩვენა-მეთქი. გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა მოეგნო, როდესაც 150 მეტრია იმ ადგილიდან, სადაც იგი იწვა. რომ ჩავედი ეზოში და ძაღლი დავინახე, გადავირიე, კაცო, ბრმა ძაღლმა როგორ მომაგნო-მეთქი. ეტყობა, ყნოსვით მომაგნო”, – ყვებოდა მგალობლიშვილი.

 

 

წყარო: www.2020news.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×