logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: შავგულიძე უპრინციპობისა და დეგრადირებულობის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა
- +

5 ივნისი. 2019. 16:52

 

 

იცის თუ არა შალვა შავგულიძემ რისთვის ზის ბაჩანა ახალაია ციხეში და რატომაა ის უპრინციპო ადამიანი ჯაბა ხუბუას აზრით. ამის შესახებ ჟურნალისტი „ასავალ - დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„ძვირფასო მკითხველო, როგორ ფიქრობთ, ცნობილმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, მართლა არ იცის, რატომ ზის ციხეში სააკაშვილის რეჟიმის ერთერთი ყველაზე პირსისხლიანი ჯალათი და კაციჭამია ბაჩანა როლანდის ძე ახალაია?! ყოვლად წარმოუდგენელია, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილმა ადვოკატმა არ იცოდეს, რომ ერთ-ერთი დანაშაული, რის გამოც ბაჩო ახალაიას პატიმრობა აქვს მისჯილი, სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.

 

მოკლედ, რომ მოვჭრათ ამაზრზენი და გულისამრევია, შავგულიძის საქციელი! უპრინციპობისა და დეგრადირებულობის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა შავგულიძე, რომელმაც საკუთარ თავსაც კი უღალატა და მთაწმინდელებს ხომ საერთოდ, თხასავით გაყიდის. მთაწმინდა ახლა უნდა ჩაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტს შალვა შავგულიძის სახით კიდევ ერთი გიგა ბოკერია, კიდევ ერთი ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოთო კახიძე არ შემატოს“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×