logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დავითგარეჯი აზერბაიჯანს „სოკარის“ ფულის სანაცვლოდ გადასცეს
- +

6 ივნისი. 2019. 17:55

 

„თუ აზერბაიჯანს სურს, მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და ისინი უსათუოდ დაამტკიცებენ უტყუარ ჭეშმარიტებას -  არავითარი „ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ არ არსებობს, დავითგარეჯი წმიდა ქართული ძეგლია!“ -ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ოთხმეზური „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„დავუშვათ, დავითგარეჯი მართლა ალბანური ძეგლია! კი მაგრამ, ალბანელებს თავიანთი მთავრები და მეფეები არ ჰყავდათ, რომ დავითგარეჯის კედლებზე მხოლოდ ქართველთა მეფეების - ბაგრატ მეოთხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამის, დემეტრე მეორე თავდადებულის, თამარისა და ლაშა-გიორგის ფრესკებია გამოსახული? თუ აზერბაიჯანს სურს, მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და ისინი უსათუოდ დაამტკიცებენ უტყუარ ჭეშმარიტებას -  არავითარი „ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ არ არსებობს, დავითგარეჯი წმიდა ქართული ძეგლია!

 

არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დავითგარეჯის სადავო მონაკვეთი აზერბაიჯანს „სოკარის“ ფულის ანდა საარჩევნო ხმების სანაცვლოდ გადასცეს! ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მსგავსი რამ მოხდა! საქართველოში აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელს ვერ ნახავთ, რომ მეჩეთი არ იდგეს, არადა, ამ დროს საინგილოში ქართველებს, პრაქტიკულად დევნიან“,- აღნიშნავს გიორგი ოთხმეზური.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×